სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კერძო სკოლებმა ონლაინ სწავლებისთვის გადასახადი გააძვირეს - „არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს!“
12-10-2020
-
+


მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გადაწყდა, რომ 1-6 კლასის მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულებაში უნდა მიეღოთ განათლება, იქვე გაკეთდა განმარტება, რომ თუ მშობელს ამის სურვილი ექნებოდა, შეეძლო ბავშვი სახლში დაეტოვებინა და მას ონლაინ-გაკვეთილები ჩაუტარდებოდა. ითქვა ისიც, რომ რადგან ასეთ დროს მასწავლებლების დატვირთვა იზრდებოდა, ისინი დამატებით ანაზღაურებას მიიღებდნენ. თუმცა ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, კერძო სკოლებმა სათავისოდ გამოიყენეს და იმ მშობლებს, ვისი შვილებიც ონლაინ ისწავლიდნენ, სწავლის გადასახადი გაუძვირეს.

ამჯერად, კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა საკითხს გვერდს ნამდვილად არ ავუვლით, რადგან პანდემიის პირობებში, როდესაც ოჯახები ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩნენ და როგორღაც იხდიან ხშირ შემთხვევაში არცთუ მცირე გადასახადს, მათ წინაშე, მინიმუმ, მორალურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე და ზედმეტი ხარჯები აღარ დააკისრო.

Etaloni.ge დაინტერესდა, აქვთ თუ არა იურიდიულად ეს უფლება კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მით უმეტეს, ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში და გააჩნია თუ არა ბერკეტი განათლების სამინისტროს, როგორმე დაარეგულიროს ეს საკითხი; აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ კერძო სკოლები, თითოეულ მოსწავლეზე სახელმწიფოსგან ვაუჩერს იღებენ და აქედან გამომდინარე, წესით გარკვეულ პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდნენ.

ამ  საკითხზე განმარტება პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტს - მაია კობახიძეს ვთხოვეთ:

- პირველ ყოვლისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წევრ კერძო სკოლებში კანონისა და მორალის გათვალისწინებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება გადასახადის გაძვირებას, ამას კანონი არ უზღუდავს. სწორედ ამიტომ, სრულად ვეთანხმები, რომ კერძო სკოლა უნდა დაექვემდებაროს სამინისტროს გადაწყვეტილებებს, მინისტრის ბრძანებებს.

- მაგრამ ამას კერძო სექტორის საქმიანობაში ჩარევად მიიჩნევენ, ქალბატონო მაია.

- დიახ, მიაჩნიათ, რომ ესაა ჩარევა კერძო საქმიანობაში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო სკოლა ბიზნესი ვერ იქნება. როდესაც საკითხი ეხება განათლებას, მომავალი თაობის აღზრდას, ეს არის საზოგადოებრივი სარგებლისთვის შექმნილი დაწესებულება და არა ფულის საკეთებლად.

- ესე იგი, განათლების სამინისტრო ამ საკითხს ვერ არეგულირებს, ხომ?

- დავიწყოთ იმით, რომ კერძო სკოლები აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში, რადგან საჯარო სკოლების პედაგოგებს უფრო მაღალი ანაზღაურება და უკეთესი პირობები აქვთ. კერძო სკოლების უმრავლესობა კი ამ ანაზღაურებას არ აძლევს მასწავლებელს და ხშირ შემთხვევაში, უხეშად ირღვევა მასწავლებლის უფლებები - არ აძლევენ ბიულეტენის ანაზღაურებას, ათთვიანი ხელშეკრულებები აქვთ, ზაფხულის არდადეგებზე არ ეძლევათ ხელფასი... გამომდინარე აქედან, კერძო სკოლა დატოვა ბევრმა კვალიფიციურმა კადრმა და ზოგი სკოლა საერთოდ დახურვის პირას დადგა.

... მიმაჩნია. რომ პრობლემა ყველამ უნდა მოძებნოს საკუთარ თავში.

იცით, ზოგი კერძო სკოლა რატომ არ ჩაერთო სქემაში? - არ უნდოდა, სტატუსის დანამატი გადაეხადა სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის... ასეთ სკოლებს მერე ნუღარ ექნებათ პრეტენზია, რომ დახურვის პირას დადგნენ და მასწავლებელს აღარ უნდათ მათთან თანამშრომლობა.

- თუმცა ამ შემთხვევაში, სწავლის გადასახადის გაძვირებაზე ვსაუბრობთ.

- კერძო სკოლამ თვითონ უნდა მოძებნოს მმართველობის ეფექტური  მექანიზმები, რომლებიც არ დააზარალებს მოსწავლეს, განათლების ხარისხს და მოიზიდავს კომპეტენტურ კადრს

გადასახადის გაძვირებას კი არანაირი გამართლება არ აქვს - საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კერძო სექტორს საშემოსავლო გადასახადი არ გადაეხადა და რა თქმა უნდა, ეს შეღავათი გავრცელდა კერძო სკოლებზეც. შესაბამისად, მათ კარგი დანაზოგი გააკეთეს სწორედ ამ ოცი პროცენტის სახით და ახლა როგორ იყენებენ ამ თანხებს - ამაზე ნამდვილად საჭიროა კონტროლი და ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება