სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენი ორგანიზაცია არ დაუშვებს, მასწავლებელთა ხელფასების მატებაზე დანაპირები არ შეასრულოს განათლების სამინისტრომ“ - მაია კობახიძე
08-10-2020
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მასწავლებელები ელოდნენ, რომ მათი ხელფასი, 150 ლარით გაიზრდებოდა. ამის შესახებ საუბარი კარგა ხანია მიდის და პრემიერ-მინისტრმაც კი გააჟღერა ერთ-ერთ გამოსვლაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, Etaloni.ge-მ კარგა ხნის წინ დასვა კითხვა - ხომ არ დადგებოდა პედაგოგების ხელფასების მატება ეჭვქვეშ, მაშინაც და შემდეგაც მკაფიო პასუხი მივიღეთ, რომ მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილ მატებას არაფერი ემუქრებოდა.

ახლა კი, როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი 2021 წლამდე გადაიდო და პედაგოგების ხელფასები, მხოლოდ 100 ლარით იმატებს, ისიც 2021 წლიდან.

ბუნებრივია, ამან მასწავლებლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და სხვათა შორის, არაერთხელ გაჟღერდა ფრაზა - რას აკეთებს ამ დროს მასწავლებელთა პროფკავშირი, რომელიც წესით, ჩვენ უფლებებს უნდა იცავდესო.

სწორედ ამიტომ, Etaloni.ge-მ კითხვის ადრესატს, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს მიმართა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:

„გეთანხმებით, რომ ბიუჯეტი არის შემცირებული და ეს გამოიწვია პანდემიამ- ფაქტია, ბიუჯეტს დაადგა გაუთვალისწინებელ ხარჯები, 2000-ზე მეტი სკოლის აღჭურვა კოვიდის საწინააღმდეგო საშუალებებით,იოლი არ არის და ეს გახლდათ გაუთვალისწინებელი ხარჯი, თუმცა ეს არ ნიშნავს, ჩვენი ორგანიზაცია დათანხმდება ამ პირობებს და დაუშვებს, დანაპირები არ შეასრულოს განათლების სამინისტრომ. ჯერჯერობით, გვაქვს კონსულტაციები და ვცდილობთ, პირობა მასწავლებელთა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით -  აუცილებლად შესრულდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებელი დაკარგავს ნდობას რეფორმისა და ზოგადად განათლების სამინისტროს მიმართ. ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ ყველა დანაპირები იქნას შესრულებული“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება