TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ინფიცირების შემთხვევები იქნება, მთავარია, არ შეწყდეს სასწავლო პროცესი და გაგრძელდეს შეფერხებების გარეშე“ - თამარ გაბუნია
07-10-2020
-
+


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ნებისმიერი თავშეყრა, მათ შორის სკოლებიც გარკვეული რისკის მატარებელია, მაგრამ სკოლებში მზად არიან დაიცვან ბავშვები.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირდაპირი მოწოდებაა, ქვეყნებმა მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენონ სასწავლო პროცესის სკოლებში გაგრძელებისთვის. 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს ქვეყნებს, მაქსიმალურად ყველა ძალისხმევა გამოიყენონ იმისთვის, რომ საკლასო სივრცეში სწავლების შესაძლებლობა მიეცეთ ბავშვებს. განსაკუთრებით მცირე ასაკის მოზარდებს, დაბალი კლასების მოსწავლეებს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ მე-6 კლასის ჩათვლით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მაინც საკლასო სწავლებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავშეყრა ამ პიროებებში და სოციალური კონტაქტი გარკვეულწილად რისკის მატარებელია. ერთი, რაც მინდა ვთქვა, რომ სკოლებში ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა და ძალიან დიდი მზაობაა იმისთვის, რომ დაიცვან ბავშვები და გარემო იყოს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, როგორც ბავშვებისთვის, ასევე პედაგოგიური პერსონალისთვის“, – ამბობს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, სკოლებს უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ინფექციის დაფიქსირების შემთხვევაში.

„რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევები იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე გვაქვს ეპიდემიის შიდა გავრცელება, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. სკოლამ უნდა მოახდინოს სწრაფი ადაპტირება და სწრაფი რეაგირება, ამას სჭირდება ისევ და ისევ კონტაქტების გამოკვლევა, მათი იზოლაცია და თუ საჭირო იქნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკლასოდან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ეს უკვე აპრობირებული მეთოდია, ჩვენმა სკოლებმაც მიიღეს ეს გამოცდილება. მთავარია, არ შეწყდეს სასწავლო პროცესი და გაგრძელდეს შეფერხებების გარეშე. ვფიქრობთ, სკოლები ამას თავს გაართმევენ და ამის მზაობაც არსებობს“, -აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება