სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გავაკეთებინებთ დეზინფექციას“ - კორონავირუსი აქვს პირველკლასელს, რომელიც თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სწავლობს 
06-10-2020
-
+


თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა თამარ ამზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვების ინფიცირება დაკავშირებულია წვეულებასთან, რომელზეც პირველკლასელი შაბათს იმყოფებოდა. დირექტორის განმარტებით, ბავშვს არანაირი სიმპტომები არ უფიქსირდება.

„ბოლოს ბავშვი სკოლაში პარასკევს იყო. როგორც ვიცით, შაბათს იყო რაღაც წვეულებაზე. მშობელმა გაიგო, რომ ვიღაც, ვისთანაც ბავშვს ჰქონდა კონტაქტი, იყო დაინფიცირებული და ამიტომ ჩაუტარა მშობელმა ტესტი, თორემ ბავშვი დღემდე არის უსიმპტომო. გუშინ ღამით შემატყობინეს მე. მაშინვე ჩვენი რაიონის ეპიდემიოლოგს დავურეკე და გადავეცი ინფორმაცია. დღეს დილით დაავადებათა კონტროლის ცენტრს დავურეკე, შევატყობინე, საქმის კურსშია განათლების სამინისტროს, გავაკეთე მიმართვა მშობლებისადმი,“ - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისი თქმით, სკოლამ სადეზინფექციო სამუშაოები საკუთარი ძალებით ჩაატარა, სასწავლო პროცესის დასრულებისას კი სკოლაში სპეციალურ ბრიგადას ელიან.

დირექტორის განმარტებით, დღეს სკოლაში ინფიცირებული ბავშვის არც ერთი კლასელი არ მისულა.

„დილითვე საკლასო ოთახებში ჩვენი ძალებით რაც გვქონდა, ის სამუშაოები ჩატარდა. დღეს რომ დამთავრდება სასწავლო პროცესი, 4 საათზე, გამოვიძახებთ სადეზინფექციო ბრიგადას და იმას გავაკეთებინებთ დეზინფექციას. ჯერჯერობით ამ მომენტისთვის, არც ერთი ბავშვი არ არის მოსული სკოლაში - მის კლასელებზეა საუბარი. დანარჩენ კლასებში ბავშვები იმყოფებიან და ჩვეულებრივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდემიოლოგები და როგორ რეკომენდაციას მოგვცემენ, იმის მიხედვით გავაგრძელებთ ხვალინდელ დღეს,“- განუცხადა სკოლის დირექტორმა „ინტერპრესნიუსს“.

მისი განმარტებით, სკოლაში საგაკვეთილო პროცესი 12 საათიდან იწყება, იქამდე კი გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება