| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის N7 საჯარო სკოლაში დილიდან 86 მოსწავლე არ გამოცხადებულა. როგორც სკოლის დირექტორი ნოდარ იარღანაშვილი აცხადებს, აღნიშნულის მიზეზად მშობლები ბავშვების ინტოქსიკაციას ასახელებენ.
„დღევანდელ დღეს, გაკვეთილისთვის 86 მოსწავლე არ გამოცხადებულა. როგორც მშობლებმა კლასისი დამრიგებლებს მიაწოდეს ინფორმაცია მოსწავლეთა ნაწილი მოწამლულია და მიტომ არ ცხადდება სკოლაში. ეს ინფორმაცია პირველი ცვლის არის. მეორე ცვლა იწყება 2-ის თხუთმეტ წუთზე და ვნახავთ უკვე რა ვითარება იქნება და რამდენი მოსწავლე არ გამოცხადდება. ამის მიხედვით გავაკეთებთ ანალიზსს“- აცხადებს სკოლის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ გორში ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკა "იავნანას", გასული 24 საათის განმავლობაში, კიდევ 53-მა არასრულწლოვანმა მიმართა. მოწამვლის ნიშნებით ლინიკაში მასიური მიმართვა შაბათ-კვირიდან დაიწყო.
ექიმის განცხადებით, პაციენტებს კვლავ იგივე სიმპტომები, დიარეა და პირღებინება აღენიშნებათ. ია ლაზარაძის თქმით, ამ დროისთვის სტაციონარში 26 პაციენტი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისა. გაზრდილია მასშტაბებიც - გუშინ, თუ თითქმის ერთი უბნის პაციენტებს ჰქონდათ ჩივილები, ახლა პაციენტები უკვე გორის რაიონის სოფლებიდანაც მოჰყავთ.
ექიმი ასევე აცხადებს, რომ პაციენტების ნაწილი მათთან კომბინატიდან არიან შესული, ნაწილი კი სოფლებიდან.
იხილეთ ასვე: მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს - მათი ნაწილი მკურნალობას გორის სამედიცინო ცენტრში აგრძელებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა