სიახლეები
სიახლეები

ტყუპებს საუკეთესო კვირა გაქვთ, მორიელებს სირთულეები გელით - როდის იწყება ყველა ნიშნისთვის რთული პერიოდი?
05-10-2020
-
+



8 ოქტომბრამდე პოზიტიური პერიოდია, ეცადეთ მოაგვაროთ საქმეები. ხოლო 8 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე სირთულეები მეტი იქნება და ფრთხილად უნდა იყოთ - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

ხვალ საინფორმაციო სიურპრიზების დღეა. ხუთშაბათსაც მოულოდნელი სიურპრიზების წინაშე შეიძლება დადგეთ. შაბათს ტრამვებს უფრთხილდით. კვირას არ შეეწინააღმდეგოთ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის პოლიციელებს.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური ხართ. იდეების გენერირება შეგიძლიათ. მაგრამ გაქვთ ერთი პრობლემა - ყველაფერი უნდა გქონდეთ იურიდიულად გაფორმებული - ურთიერთობებიდან დაწყებული საქმეებით დასრულებული. ამასთან, ხელმძღვანელებთან დიპლომატია თუ არ გამოიყენეთ და სიხისტეს გამოავლინეთ, შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობები.

კურო: ენერგოტონუსი იკლებს, იმუნიტეტი დაბალია, განწყობა არ არის სტაბილური. გადაერთეთ ინდივიდუალურ საქმეებზე, კოლექტიური საქმიანობის კვირა არ არის. ძველმა ვალებმა შეიძლება იჩინოს თავი.

ტყუპები: აქტიური და წარმატებული ხართ. ყურადღების ცენტრში იქნებით, ყველა სახის ახალ იდეა-პროექტებს შეგიძლიათ სათავეში ჩაუდგეთ. კონტაქტური ხართ, ნებისმიერ სფეროში, მათ შორის პიარ-კომპანიებში სათავეში თუ იქნებით, საინტერესო იდეებს განახორციელებთ. თქვენი პოპულარობა იზრდება, პირადი ურთიერთობებისთვის და ფინანსური კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო დროა.

კირჩხიბი: ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, სიზარმაცისა და განმარტოებისკენ გაქვთ მიდრეკილება. დაისვენეთ შეძლებისდაგავარად. კარგი დროა ახალი იდეების დასახვისთვის.  

ლომი: ერთ-ერთი საუკეთესო დროა, აშკარა ლიდერი ხართ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, საინტერესო პროექტებში ჩართვის, ახალი კონტაქტების დამყარებისთვის და კარიერული წინსვლისთვის კარგი დროა. პოპულარული ხართ ამ პერიოდში.

ქალწული: არანაირი სულიერი მხარე არ გაინტერესებთ, მატერიალიზმისკენ ხართ მომართული. შეგიძლიათ ფინანსური პრობლემები მოაგვაროთ და შემოსავალიც კი ნახოთ. მთავარია ზედმეტად არ გადაიტვირთოთ, ზედმეტი პასუხისმგებლობა არ დაიკისროთ. ფინანსურად კარგი კვირაა.

სასწორი: ერთ-ერთი წარმატებული ნიშანი ხართ. კომუნიკაბელური ხართ და იზიდავთ ადამიანებს, შეგიძლიათ პროფესიული წინსვლა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა. პირადი და საქმიანი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო დროა.

მორიელი: რთული პერიოდი გაქვთ, თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვთ 8 ოქტომბრამდე მოასწარით, შემდეგ აიღეთ ტაიმ-აუტი. მშვიდ რიტმზე გადაერთეთ, აქტიურობა გააღიზიანებს კოლეგებს და გარმშემომყოფებს. თქვენში სარკაზმი, ცუდი აზრების მოზღვავება და ეჭვიანობა გამძაფრდება. შვებულება აიღეთ. ცუდ აზრებს ნუ აფრქვევთ, პოზიტივზე გადაერთეთ.

მშვილდოსანი: კარგი კვირა გაქვთ. დაკარგული ნივთების პონის და ძველი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება გექნებათ. მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისთვის, უცხო ენების ათვისების მაღალი შესაძლებლობები გაქვთ. ეს კვირა ხელს უწყობს პროფესიული განვითარებას და რომანტიკულ ურთიერთობებში ჩართვას, მატერიალური კუთხითაც შეიძლება გაიუმჯობესოთ მდგომარეობა.

თხის რქა: საქმიანი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა, შეიძლება უცებ შემოგთავაზონ თანამდებობა, ან ისეთი საქმე შეასრულოს, რაც ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. მატერიალური დივიდენდებიც შეიძლება მიიღოთ. თუმცა მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.

მერწყული: კონტაქტური და ქარიზმატული ხართ. კარგი პერიოდია, იდეების განხორციელების შესაძლებლობა გაქვთ. თქვენს ორიგინალურ იდეებს კარგად გაუგებენ.  8 ოქტომბრის შემდეგ დიპლომატია მოიშველიეთ, შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ.

თევზები: პრეტენზიები მატულობს თქვენდამი, კრიტიკულ ქარცეცხლში შეიძლება მოექცეთ. იმუნიტეტი კლებულობს, ემოცია მატულობს, რის გამოც მშვიდ რიტმზე და ინდივიდუალურ საქმიანობაზე გადადით. კოლექტიურ საქმიანობას მოერიდეთ.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

სასკოლო გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაკვეთილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას“

„ჩემი დევიზი, როგორც ადამიანის და როგორც ხელმძღვანელის არის დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა“

„მათემატიკის კლუბში ყოველი კვირა იქნება ახალი აღმოჩენა, გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების შანსი!“
 
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

სიახლეები
საზოგადოება