სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოვითხოვთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადოს შემოდგომის გამოცდების თარიღი“-პედაგოგთა პროფკავშირი მორიგ განცხადებას ავრცელებს
03-10-2020
-
+


პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მასწავლებელთა გამოცდის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პრაქტიკოს მასწავლებელს გამოცდა ნოემბერში ჩაუტარდებათ, გონივრულს და სამართლიანს უწოდებს.

„მივესალმებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების შეცვლას, შემოდგომაზე მასწავლებელთა გამოცდების ჩატარების თაობაზე, რაც გონივრული და სამართლიანია.

მოვითხოვთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადოს შემოდგომის გამოცდების თარიღი. რაც შეეხება, ზაფხულის გამოცდების გადადებას, არ გაუპროტესტებია სპმთპ-ს, მხოლოდ და მხოლოდ იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების ინტერესების გათვალისწინებით, ვინც კარანტინის პერიოდში ვერ გაიარა რეგისტრაცია.

სამწუხაროდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეაფერხა დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადება, რის გამოც სკოლამ დაკარგა პროფესიონალი კადრები.
იმედს გამოვთქვამთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს დამატებით რეგისტრაციას, ვინაიდან პედაგოგთა ნაწილი, ვინც რეგისტრაცია ვერ გაიარა სკოლამ შეინარჩუნა დროებით, ვაკანსიის შევსებამდე“,-წერია ინფორმაციაში.

თავდაპირველად, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მასწავლებელთა გამოცდები შემოდგომაზე არ ჩატარდება და მისი გადატანა 2021 წლისთვის იგეგმება, რასაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოეხმაურა. „ნაეკის“ ინფორმაციით, პრაქტიკოსთა გამოცდები ნოემბერშია დაგეგმილი.


მასწავლებელთა გამოცდას „ნაეკი“ ნოემბერში გეგმავს - გამოცდების ცენტრი პედაგოგთა პროფკავშირებს პასუხობს

მასწავლებელთა გამოცდის ჩატარება შემოდგომის ნაცვლად, 2021 წელს იგეგმება - სოფიო გორგოძეს პედაგოგთა პროფკავშირები მიმართავს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება