სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

VII-XII კლასების მოსწავლეები დისტანციურად ახალ წლამდე ისწავლიან - რომელ სკოლებზე ვრცელდება განათლების მინისტრის ახალი ბრძანება
02-10-2020
-
+


თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და აჭარის სკოლებში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით 29 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანება ითვალისწინებს. მინისტრის ხელმოწერილი ბრძანება სამინისტროს გვერდზე არ იძებნება, დოკუმენტი etaloni.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა. 

დოკუმენტში ასევე დეტალურად არის გაწერილი სასწავლო მოდელები კონკრეტული სკოლებისთვის, რომლის თანახმადაც, ამავე ქალაქების გარკვეული სასწავლო დაწესებულებებისთვის განსხვავებული თარიღებია დადგენილი.

„2020-2021 სასწავლო წელს ქალაქების თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 

„1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, სასწავლო პროცესი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, წარმართონ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით;“;

ბრძანებას პირველი პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 11 , 12 , 13 და 14 პუნქტები: 

„11. ამ ბრძანების პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) სსიპ ქალაქ თბილისის N69, N143, N154, N174, N2, N76, N145, N157, N168, N172, N179, სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N163 და სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლებზე - 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 05 ოქტომბრამდე, ხოლო სსიპ ქალაქ თბილისის №26 საჯარო სკოლაზე - 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 07 ოქტომბრამდე; ბ) სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლაზე - 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 05 ოქტომბრამდე, სსიპ ქალაქ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაზე - 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე, სსიპ ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლაზე - 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 20 ოქტომბრამდე; გ) სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაზე - 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრამდე, ხოლო სსიპ ქალაქ ზუგდიდის N3 საჯარო სკოლაზე, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლაზე, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაზე, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლაზე - 2020 წლის 4 ოქტომბრამდე; 

12. ამ ბრძანების 11 პუნქტით გათვალისწინებულმა სკოლებმა, ამ ბრძანების 11 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში, სასწავლო პროცესი განახორციელონ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით; 

13. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში - გორში და ფოთში, სასწავლო პროცესი 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან განაგრძონ არადისტანციურ რეჟიმში; 

14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან წარიმართოს დისტანციურ რეჟიმში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე;“.

„ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში, ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება“ - მიხეილ ჩხენკელი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება