სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აღსაზრდელებისთვის საკვების დარიგება გრძელდება - საბავშვო ბაღებისთვის დაწესებულ რეგულაციებზე კახა კალაძე საუბრობს
30-09-2020
-
+


თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგების პროცესი გრძელდება.

აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და მოადგილეს დავალება მისცა: 

„მინდა, დავავალო ილია ელოშვილს, რომ ბავშვების კვება პროდუქტების სახით, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ეს გავაკეთეთ პანდემიის პერიოდში და ორი კვირის წინ. ეს მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა და მსოფლიოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ამ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რათა ორკვირიანი გაცდენა არ იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ საბავშვო ბაღებისთვის დაწესებული რეგულაციების შესახებაც ისაუბრა. რეგულაციების მიხედვით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ უკვე გადაამზადა ბაღების დირექტორები, რომლებმაც თავის მხრივ, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს ბაღის თანამშრომლებს.

„მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი. ყველა აღსაზრდელს ექნება თავისი ნივთები, ფანქრები, სათამაშოები და ა.შ. ის რეგულაციები, რაც იყო მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და ზედმიწევნით შესრულებული, რომ ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება