სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა პედაგოგი და მოსწავლე ​თვითიზოლაციაშია - კორონავირუსი ხობის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა
29-09-2020
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული მამაკაცი მიკროავტობუსის მძღოლია, რომელიც იმავე სოფლის საჯარო სკოლას ემსახურებოდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 100-ზე მეტი კონტაქტია მოძიებული და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„შუახნის მამაკაცს კორონოვარუსზე გეგმური კვლევა ჩაუტარდა და დღეს ინფექცია დაუდასტურდა. ინფიცირებული სოფელ ქარიატას საჯარო სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია. სკოლის ყველა მოსწავლე და პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ მძღოლს გადაჰყავდა ყველა ასაკის ბავშვი და ასევე მასწავლებლები. ამიტომ რესურსცენტრის უფროსსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, სკოლა გადავიყვანეთ თვითიზოლაციაზე. ამ პიროვნების ოჯახის წევრები და ასევე მეზობლები, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, ყველა თვითიზოლაციაშია. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ინფიცირებული მამაკაცის ოჯახში ორი კვირის წინ სტუმრად ბათუმის მცხოვრები იმყოფებოდა. პაციენტი უკვე გადაყვანილია შესაბამისი პროფილის კლინიკაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. მოვითხოვეთ სკოლის მოსწავლეების მშობლების სია, რადგან მათაც ბავშვებთან ყველაზე ახლო კონტაქტი ჰქონდათ და ისინიც თვითიზოლაციაში უნდა გადავიყვანოთ. ამ დროისთვის 100-ზე მეტი კონტაქტია მოძიებული, ეს არის პირველადი ცნობა“, -  განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, შორენა საბახტარაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან

 

სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია

 

 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

კონფერენცია - „Future Ready Schools“ მიეძღვნა მომავლის სკოლის კონცეფციის განვითარებ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება