სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იგეგმება თუ არა მოსწავლეების მასობრივი ვაქცინაცია - აქტუალურ კითხვას თამარ გაბუნია პასუხობს
05-10-2020
-
+


ოქტომბერში საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა და როგორც ცნობილია, პირველ რიგში ის ადამიანები აიცრებიან, ვინც განსაკუთრებულ რისკჯგუფშია, თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე, საინტერესოა, დადგება თუ არა აუცილებლობა, გრიპის აცრა ასევე სავალდებულო გახდეს ბავშვებისთვის, მით უმეტეს, რომ 1-6 კლასების მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში დიდ ქალაქებშიც დაიწყო და ბუნებრივია, ინფექციებისა თუ ვირუსების გადაცემის რისკიც მოიმატებს.

აქედან გამომდინარე, გაჩნდა ლოგიკური კითხვა - ხომ არ იქნება სავალდებულო გრიპის აცრა ბავშვებისთვის, რაზეც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მოსწავლეთა მასობრივი ვაქცინაცია არ იგეგმება და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთის გრიპი და ახალი კორონავირუსი:

„მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ მათ ახასიათებთ მსგავსი სიმპტომები, ამიტომ თუ ბავშვს აქვს სიცხე და თავს შეუძლოდ გრძნობს, უნდა დარჩეს სახლში, მშობელმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და სწორედ ის შეაფასებს სიმპტომებს. გარჩევა კი შესაძლებელია ტესტირების გზით; ჩვენ მაქსიმალურ მობილიზაციას მოვახდენთ, რათა მარტივად იყოს შესაძლებელი ტესტირება ამბულატორიულ პირობებში და გამოირიცხოს კორონავირუსი.

რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ოქტომბერში 135 ათასი დოზა ვაქცინა ქვეყანაში შემოვა, თუმცა მოსწავლეების მასობრივი ვაქცინაცია არ ჩატარდება და ეს არცაა აუცილებელი, რადგან ვაქცინაცია არის მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. ჩვენი მომზადება გრიპის ვირუსისთვის იქნება ის, რომ გავააქტიუროთ პირადი დაცვის საშუალებები - პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და სოციალური დისტანცია“.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება