სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ თქვენს ბავშვს ბაღში აძინებენ, თეთრეული ასე უნდა დამუშავდეს - სააღმზრდელო დაწესებულებებს მკაცრი რეგულაციების შესრულება მოუწევთ
21-09-2020
-
+


პირველ ოქტომბერს საბავშო ბაღები უნდა გაიხსნას და რაც დაანონსებული თარიღი ახლოვდება, მით მეტი კითხვა ჩნდება, რომელთა შორის უმთავრესია - გაიხსნება თუ არა სააღმზრდელო დაწესებულებები და რამდენად იქნება დაცული ჰიგიენის ნორმები იმ ჯგუფებში, სადაც ბავშვებს აძინებენ. საქმე პატარების ჯანმრთელობას ეხება და ბუნებრივია მშობლები დარწმუნებულები უნდა იყნენ, თეთრეული სათანადოდ იქნება დამუშავებული.

სწორედ ამიტომ, საბავშვო ბაღებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში ხაზგასმითაა აღნიშნული ყველა ნორმა, რომლეიც სააღმზრდელო დაწესებულებებმა თეთრეულის რეცხვისას უნდა დაიცვან: 

თეთრეული  გამოიცვალოს  საჭიროების  მიხედვით;

გამოყენებული  თეთრეულის  შეგროვება   მოხდეს  სპეციალურად  ამ  მიზნისთვის  განკუთვნილ  ტომარაში  ან  სხვა  თავდახურულ  მოცულობაში.  კატეგორიულად  იკრძალება  გამონაცვალი  თეთრეულის  იატაკზე  მოგროვება,  დაბერტყვა,  შეფუთვის  გარეშე  ტრანსპორტირება;

თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან  სპეციალურ სამრეცხაოებში  ხელშეკრულების  საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია თეთრეულის რეცხვის  მთელი  ციკლისთვის (მიღება,  დახარისხება,  რეცხვა,  გაშრობა გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა;

თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარემომსახურება, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები: თეთრეულის შეკრება; ტრანსპორტირება; რეცხვა და დეზინფექცია; დაუთოება; შეფუთვა; სუფთა  თეთრეულის  შენახვა; 

სამრეცხაოში თეთრეულის დასამუშავებლად  უზრუნველყავით  ტექნოლოგიური  პროცესების  ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს  ჭუჭყიანი  და  სუფთა  თეთრეულის ნაკადების გადაკვეთა. თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის  მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ  შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად;

დაბინძურების ხარისხისა და თეთრეულის ტიპის მიხედვით  შეირჩეს რეცხვის  შესაბამისი პროგრამა. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 60C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს  შესაბამისი  სადეზინფექციო  საშუალებებით  (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის  შემდეგ.

და ასეთ დროს ჩნდება კიდევ ერთი, დამატებითი კითხვა - რომელი საჯარო ბაღი შეძლებს აღნიშნული წესების დაცვას მაშინ, როდესაც ზოგან სველი წერტილებიც კი არაა სათანადოდ მოწესრიგებული?!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება