სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ყველაფერს შევძლებთ და ყველაფერი კარგად იქნება“- შუაფარცხმის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეკომენდაციების დაცვით განაახლა
16-09-2020
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

სკოლის დირექციამ და თითოეულმა თანამშრომელმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. 

„ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო! გილოცავთ ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დადგომას. ეს დღეც დადგა! ასე ნანატრი და ძვირფასი დღე, მოსწავლეებთან შეხვედრის. მართალია, ვერ ვეხუტებით, ვერ ვიკრავთ გულში, მაგრამ შორიდან ვეფერებით და ვესიყვარულებით ჩვენს მერცხლებს.

მიუხედავად ასეთი პანდემიის დროს და რთული რეგულაციების გათვალისწინებით, დავბრუნდით საკლასო ოთახებში. გარემოში, სადაც ჩვენ მასწავლებლები და მოსწავლეები კარგად ვგრძნობთ თავს.  რომლის გარეშეც ჩვენ არ შეგვიძლია და შეუცვლელია.

გილოცავთ! გილოცავთ! კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და წინსვლას.

არ დაგვავიწყდეს და ზედმიწევნით მივყვეთ ინსტრუქციებს/რეგულაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთხოვს. იმედი გვაქვს მშობლების თანადგომის.

ერთად ყველაფერს შევძლებთ და ყველაფერი კარგად იქნება“,-ნათქვამია მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება