სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი თალიკო გორგილაძე, რომელიც წლებია მომავალ თაობებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდის
09-09-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო დოხტურიშვილი, Etaloni.ge-ს საშუალებით დისველის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, თალიკო გორგილაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც წლებია მომავალ თაობებს ეროვნულ ღირებულებზე ზრდის და მშობლიური ენის სიყვარულს უნერგავს.

„ასლან შაინიძის სახელობის, სოფელ დისველის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ ყველაზე უფროს, დიად,  გულითად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, თალიკო გორგილაძეს, რომელიც წლების  განმავლობაში მოღვაწეობს ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში.

მსურს, გულწრფელად გითხრათ, რომ, როგორც ყველა გულს აქვს სიყვარულის საზრდო, ბედნიერებას სიკეთისა და სიხარულის ულევი მრწამსი, ცის კაბადონს შემოჯაჭვული, მტრედისფერი ღრუბელთა დასი, ისე თქვენ ხართ თალიკო მასწავლებელო, ჩვენი სკოლის გულისცემა. სანიმუშო და თვალსაჩინო   პედაგოგი, ძარღვებში  მოლივლივე  დაუშრეტელი სისხლის ნაერთი. გვიყვარხართ!!! თქვენი უანგაროდ მიმოფანტული სიკეთისთვის, მუდამ მომღიმარი, სულში ჩამწვდომი გამომეტყველებისთვის, კეთილსინდისიერი, წინდახედული ქმედებისთვის და სანიმუშო საგანმანათლებლო  მოღვაწეობისთვის. მე მოწმე ვარ იმ ფაქტისა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რამხელა სულისკვეთებას აყოლებთ სტრიქონებს, რაც ჩვენი ქვეყნის პოეტებს უანგაროდ უჩუქებია მადლიერი შთამომავლობისთვის; უბოძებია მამულიშვილებისთვის, ვაჟკაცობის სწორუპოვრად აღსაქმელად. სწორედ ამ დევიზით ზრდით ახალ თაობას ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. ხშირად მიკითხავს თქვენთვის, გიტკენიათ თუ არა ვინმესთვის გული, ნებსით თუ უნებლიეთ, პასუხი ერთია: ამ ხნის ქალი ვარ და ჯერ წყენა გულში არ გამივლია! მჯერა, თალიკო მასწავლებელო, თქვენი თითოეული სიტყვის, მწამს და მჯერა! სამაგალითო პედაგოგი ბრძანდებით არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხართ ხუთი  საოცარი შვილის დედა, ასაკობრივადაც გვამეტებრთ თავს, დიდი გრძნობითაც გვიპყრობთ და გვატყვევებთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი საქმის პატრიოტული დამოკიდებულების მიხედვით ვლინდება ის პროფესიონალიზმი, რაც თითოეული პედაგოგისთვის მისაბაძია. მსურს, ვიარო ისეთი გზით, რომელსაც უანგაროდ მივყავარ, თქვენისთანა პატიოსანი სულის პედაგოგამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას და მრავალ წელს დისველის საჯარო სკოლის საგანმანათლებლო კერაში“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება