სიახლეები
პიროვნება

„ახალგაზრდებს ვურჩევდი, მეტად დაინტერესდნენ ეროვნული საგანძურით“ - ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნუგზარ კოპალიანი
07-09-2020
-
+


ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიულ მუზეუმს ნუგზარ კოპალიანი 2006 წლიდან ხელმძღვანელობს და დღემდე ერთგულად ემსახურება ამ დიდ საქმეს. დიახ, იგი ეროვნული საგანძურის ჭეშმარიტი მცველია, რომელიც დღეს ძირითადი პროფესიისთვის იშვიათად იცლის. არადა მხატვარია და ძალიან ენატრება ეს საქმე, თუმცა რა გაეწყობა - დიადი საქმე დიდ მსხვერპლშეწირვასაც მოითხოვს.

რა გზა განვლო დღემდე, როგორ პატრონობს ცაგერის ისტორიულ მუზეუმს ეროვნული საგანძურის ერთგულ მცველებთან ერთად და რას ურჩევს ახალგაზრდებს - Etaloni.ge- ვარლამ მახარობლიძის სახელობის, ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, მხატვარი ნუგზარ კოპალიანი ესაუბრება, რომელმაც თავიდანვე გაგვაფრთხილა, საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებო და ერთადერთი რაც გაგვიმხილა, ისაა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო, ახლა ხატვას ნაკლებად ახერხებს.

- 1958 წელს, ოზურგეთში დავიბადე, ოზურგეთის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 1975 წელს ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე; 1986 წლიდან მუშაობა დავიწყე ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მხატვარ გამფორმებლად, პარალელურად ვმუშაობდი ცაგერის სახალხო თეატრის მთავარ მხატვრად, გაფორმებული მაქვს მრავალი სპექტაკლი. რამოდენიმე წელი ვხელმძღვანელობდი ცაგერის საბავშვო სამხატვრო სკოლას, 2006 წლიდან დღემდე კი ვარ ცაგერის ვარლამ მახარობლიძის სახელობის ისტორიული მუზეუმის დირექტორი.


- ალბათ ადვილი არაა, ამდენი წელი ერთი საქმის ერთგული დარჩე. რა მდგომარეობაშია დღეს ცაგერის მუზეუმი, ბატონო ნუგზარ?

- ცაგერის ისტორიული მუზეუმში დაცულია 11 ათასზე მეტი ექსპონატი და თავად მუზეუმი, მატერიალური ბაზით, სრულად აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს. შეუძლებელია, აქვე არ აღვნიშნო, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობითა და დაფინანსებით, მოხდა ძველი შენობის აღდგენა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად,

- ახალგაზრდების მხრიდან თუ არის დაინტერესება და ზოგადად, თქვენი აზრით, რამდენად სცემს პატივს თანამედროვე თაობა ეროვნულ საგანძურს?

- რაც შეეხება ახალგაზრდობას, მათი მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული სიძველეებისა და სახელოვანი წარსულის მიმართ ინტერესი უდავოდ არის, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ვისურვებდით.

- რამ გამოიწვია ეს ერთგვარი გულგრილობა?

- ვფიქრობ, ყველაფერი ამ მხრივ, არასაკმარისი მუშაობის შედეგია, თუმცა ვიმედოვნებ, დამოკიდებულება შეიცვლება და თაობები სათანადოდ დააფასებენ საკუთარ ისტორიას.

- ადგილობრივი ხელისუფლება თუ აფასებს საკუთარ ისტორიას, ბატონო ნუგზარ და რამდენად გრძნობთ მათ თანადგომას, მით უმეტეს, უკვე მითხარით, რომ მუზეუმის შენობა აღადგინეს?

- გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სათანადოდ უდგას მხარში ცაგერის ისტორიულ მუზეუმს; ყოველთვის ვგრძნობთ მათ ზრუნვას და ამისთვის დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. დღეს ცაგერის ისტორიულ მუზეუმს ყველა პირობა გააჩნია, რათა ნორმალურად წარიმართოს სამუზეუმო საქმიანობა, ასე რომ პრობლემები ნაკლებად გვაქვს.

- სამომავლოდ, რა გეგმები გაქვთ?

- გვსურს, საჭირო ღონისძიებების გატარებით, მაქსიმალურად მოვიზიდოთ ვიზიტორები, ექსპოზიციები და ფონდები შევავსოთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით, მით უმეტეს, რომ არქეოლოგიური გათხრები თითქმის ყოველწლიურად ტარდება ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ. ამის შემდეგ კი ახალგაზრდებს ვურჩევდი, მეტად დაინტერესდნენ ეროვნული საგანძურით, რადგან ესაა ჩვენი ერის წარსულის სახელოვანი ისტორიის ამსახველი. ბრძენმა თქვა: „ვინც წარსულს პატივს არ სცემს და ჰგონია, აწმყო აქვს, მას მომავალი არ გააჩნია“... ამიტომ, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ ისტორიას და ყველა ერთად დავდგეთ ეროვნული საგანძურის სადარაჯოზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლამდელი ასაკის მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ისინი პრემიერთან შეხვედრას და გარდამავალი პერიოდის დაშვებას ითხოვენ

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს - ვადები და პირობები

 

პირველკლასელთა ასაკობრივი შეზღუდვის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაადგინეს ორი ნიშანი, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, გაარკვიეს მოცემული ნომერი საგუნდოა თუ საანსამბლო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

„25 თებერვალი გვახსენებს, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია“

 

 

სკოლაში ახარებთ ხელოვნების პედაგოგის პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა შემოქმედებითობა

საინტერესო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება