სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია გამოცდის თარიღი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება
22-08-2020
-
+


იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც საქართველოში სწავლის გაგრძელების მიზნით 20 აგვისტოს ჩათვლით დარეგისტრირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ტესტირება 2 სექტემბერს 11:00 საათზე ჩატარდება.

მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ე. მინდელის N9.

საგამოცდო ცენტრში აპლიკანტი რეგისტრაციის გასავლელად 10:00 საათზე უნდა გამოცხადდეს და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება. 

ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. 

ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:

  • წაკითხულის გააზრება - 7 დავალება;
  • ლოგიკური მსჯელობა - 7 დავალება;
  • რაოდენობრივი მსჯელობა - 7 დავალება. 
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებელი გექნებათ 15 დავალება. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. 

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ იხ. ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება