სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღებში მხოლოდ სოციალურად დაუცველი და ის ბავშვები ივლიან, ვისი მშობელიც სამსახურიდან ცნობას წარადგენს?!
21-08-2020
-
+


უკვე ცნობილია, თუ როგორ გაიხსნება სკოლები სექტემბერში, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანია საბავშვო ბაღების ამუშავების საკითხი.

თავიდან ითქვა, თითქოს ხუთ კვადრატულ მეტრზე ერთი აღსაზრდელი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რაც საქართველოს პირობებში, მართლაც, ფანტასტიკის სფეროა და სწორედ ამიტომ , ვარაუდობენ, რომ ეს რეგულაცია შესუსტდება - თითო ბავშვს ორ კვადრატულზე „მოათავსებენ“.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დეტალები გარკვეული არ არის, Etaloni.ge-ს სანდო წყარომ აცნობა ის სავარაუდო რეგულაციები, რომელთა დამორჩილებაც საბავშვო ბაღებს გახსნის შემდეგ მოუწევთ, თუმცა აქვე ვარაუდობენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირების დროც საკმაოდ შეზღუდული იქნება.

როგორც გავარკვიეთ, საბავშვო ბაღები სექტემბერში აუცილებლად გაიხსნება და ეს სააგენტოს ხელმძღვანელმაც უკვე გააჟღერა, თუმცა ეპიდსიტუაციის გართულებისთანავე სააღმზრდელო დაწესებულებები დაიკეტება; ხოლო რაც შეეხება რეგულაციებს, რომელთა შესრულებაც სააღმზრდელო დაწესებულებებს მოუწევთ, ფაქტია, რომ ყველა ბაღი მათ ვერ დააკმაყოფილებს.

პირველ ყოვლისა, როგორც ვარაუდობენ, ერთ ბავშვზე გათვალისწინებული უნდა იყოს ორი კვადრატული მეტრი ფართობი, რაც ახალაშენებულ ბაღებში კიდევ შესაძლებელია, ძველ შენობებში კი  მსგავსი პრევენცია ვერ განხორციელდება.

ყველამ კარგად ვიცით, რამდენი ბავშვი ჰყავდათ აქამდე თითო ჯგუფში, ახლა კი მაქსიმუმ 30 აღსაზრდელის განთავსება შეეძლებათ ერთი ოთახში, ბაგაში კი ეს რაოდენობა ისედაც 25 ბავშვითაა განსაზღვრული. ასე რომ, რა ბედი ელის იმ ბაგა-ბაღებს, რომლებიც ძველ შენობებშია განთავსებული, ჯერჯერობით ესეც გაურკვეველია, ერთი კი ფაქტია  -  ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა მკვეთრად შეიზღუდება, მაგრამ საკითხავია რის ხარჯზე?

როგორც გავარკვიეთ, სააღმზრდელო დაწესებულებებში, მხოლოდ სოციალურად დაუცველი და ის ბავშვები ივლიან, ვისი მშობელიც ცნობას წარადგენს, რომ დასაქმებულია.

ასე აღსაზრდელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებენ და უზრუნველყოფენ სოციალურ დისტანცირებას, მაგრამ  რა ეშველებათ თვითდასაქმებულებს ან ისეთ პირებს, ვინც სამსახურიდან ცნობის წარდგენას ვერ მოახერხებს - ვის უნდა დაუტოვონ მათ ბავშვები? - ამ კითხვაზეც ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს.

 სავარაუდოდ, ბაღებიდან საკვების გატანის პროექტი კვლავ გაგრძელდება, მაგრამ ეს რამდენად იქნება შეღავათი ოჯახებისთვის, ცოტა სადავო საკითხია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება