სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ოჯახის წევრები პროტესტის რადიკალურ ზომას მიმართავენ
19-08-2020
-
+


გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ზ.ხ-ს ოჯახის წევრები პროტესტის რადიკალურ ზომას - შიმშილობას მიმართავენ.

არასრულწლოვანის მამის თამაზ ხომასურიძის პროტესტს გენერალურ პროკურატურასთან ოჯახის სხვა წევრებიც - თამაზ ხომასურიძის მამა და ბებია შეუერთდნენ.

თამაზ ხომასურიძის ბებიის, ლიანა ხომასურიძის განცხადებით, პროკურატურასთან შვილიშვილთან ერთად აპირებს შიმშილობის დაწყებას, ვინაიდან პროკურატურა არ აკმაყოფილებს მისი ბრალდებული შვილთაშვილის მოთხოვნას.

მისი თქმით, მისი შვილთაშვილი  სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას მოითხოვს. ის ასევე ითხოვს, დეტექტორი გაიარონ მოწმეებმა - გური ამირხანაშვილმა, იაკობ ბრეგვაძემ და „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილის მგზავრებმა.

ლიანა ხომასურიძე მიიჩნევს, რომ მისი შვილთაშვილი უდანაშაულოა.

„ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა, გამოძიებას ვთხოვ, რომ ნამდვილი მკვლელი იპოვის. თუ ჩემი შვილთაშვილი მკვლელი იქნება, დასაჯონ ისე, როგორც საჭიროა. სწორედ ამ პოზიციის გამოსახატად ვარ აქ მოსული. მკვლელი გარეთ არ უნდა დადიოდეს. აქ ვიჯდები და ვიშიმშილებ იმ დრომდე, ვიდრე გამოძიებას სწორი პასუხები არ ექნება, - აცხადებს ლიანა ხომასურიძე.

მის პოზიციას იზიარებს ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუა, გიორგი ხომასურიძე.

„არ ვიცი, პროკურატურა რატომ არ აკმაყოფილებს ჩვენი ოჯახის მოთხოვნას სიცრუის დეტექტორის გავლასთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ ჩემს შვილიშვილს ვინმეზე ხელი აეღო, დანა ან იარაღი გამოეყენებინა. ჩემი შვილიშვილის დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ თავიდანვე არ დაურეკა საპატრულო პოლიციას. თუმცა, იქ სხვებიც იყვნენ და რატომ არ დარეკეს, ან რატომ მიატოვეს გიორგი შაქარაშვილი?! გიორგი შაქარაშვილის მშობლების სანუგეშოდ ვიტყვი, რომ მათი შვილის სული ზეცაშია. ღმერთი იწამონ, ნუ დაგვჩაგრავენ თანამდებობით და ფულით, გაჭირვებული ხალხი ვართ. ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ", - განაცხადა ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუამ.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება