სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ - გამოცდის შედეგების ნაწილი 14:00 საათზე გამოქვეყნდება
19-08-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგების ნაწილი დღეს, 19 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოქვეყნდება.

აპლიკანტებისთვის ცნობილი გახდება, ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII კლ.), ისტორიის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების შედეგები.

შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: naec.ge და online.naec.ge.
შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.

იხილეთ ასევე: მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და შეფასების კრიტერიუმები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება