სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად განათლების სამინისტრომ სამუშაო შეხვედრები დაიწყო
17-08-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ხელმძღვანელობით სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანია სკოლებში დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო. მისი თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020-21 სასწავლო წლისთვის უკვე განისაზღვრა სკოლების ვალდებულებები სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტების გაუმჯობესება, რომელიც ჯანდაცვის სექტორისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით უნდა დაიხვეწოს.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები.

შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და შემდგომ მონიტორინგს, ასევე, სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებასა და კვების სტანდარტის გაუმჯობესებას. მხარეებმა ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმები დასახეს და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა დარგის ექსპერტებს აერთიანებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან (NCDC), სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან, გაეროს ბავშვთა ფონდიდან (UNICEF Georgia), საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისიდან.  

იხილეთ ასევე: ახალი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც სკოლებს 15 სექტემბრიდან მოუწევთ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება