სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

200-ლარიანი დახმარების მისაღებად sms-კოდი არ იგზავნება - მშობლები რეგისტრაციას ვერ გადიან
15-08-2020
-
+


დღეს, 15 აგვისტოს, ბავშვთა 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო. ჯერ კიდევ გუშინ ვვარაუდობდით, რომ საიტი, კოლოსალური მოთხოვნიდან გამომდინარე, დატვირთვას ვერ გაუძლებდა, მაგრამ საერთოდ გაუმართავი თუ იქნებოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდით.

ჰოდა, დილას, 9 საათზე, როგორც მშობელმა და კანონიერმა მეურვემ, რეგისტრაციის გავლა გადავწყვიტე, ყველა ველი ზუსტად შევავსე, ამაყად მივუთითე სმს - კოდის გაგზავნა და ... ნურას უკაცრავად, არ გაიგზავნა. არც კოდი მოვიდა ტელეფონზე და დაახლოებით ნახევარსაათიანი მცდელობის შემდეგ მივხვდი, უშედეგოდ ვაწკაპუნებდი გაგზავნის ღილაკს.

არც ჩასაფრებული ვარ და არც ინტრიგანი, მე უბრალოდ შვილისთვის კუთვნილი დახმარების მისაღებად ვეცადე გამევლო რეგისტრაცია, მაგრამ უშედეგოდ. ასეთი ადამიანი კი, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ბევრია.

ჰოდა, გამახსენდა, კარანტინის პერიოდში მთავრობის ცხელი ხაზი ვითომ რომ მუშაობდა და სანამ თითი არ დაუქნიეს, მანამდე ფორმალურად არსებობდა. ჰოდა, თუ ასე გაგრძელდა, ეჭვი მაქვს ჯანდაცვის სამინისტროს ამ კონკრეტულ დეპარტამენტს კარგი ალიყური ელის, მანამდე კი კიდევ სცადეთ, იქნებ გაგიმართლოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება