სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის დაევალება სკოლებში თერმოსკრინინგი? - თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ
14-08-2020
-
+


ვის დაევალება სკოლებში თერმოსკრინინგი? - ამ საკითხზე განმარტება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გააკეთა. მისი თქმით, სადეზინფექციო საშუალებებსა და თერმომეტრებით მომარაგებას უზრუნველყოფს განათლების სამინისტრო, ორგანიზების პროცესში პასუხისმგებლობას იღებს სკოლა.

"თერმოსკრინინგი არის ის პროცესი, სადაც სკოლა განსაზღვრავს. სადაც არიან მანდატურები, მათი რესურსის გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე არიან დამრიგებლები და ტექნიკური პერსონალი. ამ ჭრილში სკოლა თავად განსაზღვრავს, ვინ იქნება პასუხისმგებელი თუნდაც თერმოსკრინინგთან მიმართებაში.

ჩვენთან ერთად ყველა სკოლა დაძლევს იმ გამოწვევას რა გამოწვევის წინაშეც დადგება“,-განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე ტიკარაძემ.

თუ სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ და თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ მაინც შეიცვლება, აუცილებლად მიმართონ ოჯახის ექიმს და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სკოლაში არ გაუშვან.

„ტესტირება, ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასოა. ამ კუთხით პრობლემა და ბარიერი არ არსებობს. მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში, ნუ წავიყვანთ ბავშვს სკოლაში თუ ის არის ავად. თუ რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე, ან თერმოსკრინინგის დროს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს სკოლაში შესვლამდე, ბავშვს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, სკოლაში მომზადებული იქნება იზოლირებული ოთახი შესაფერისი განიავებით, სადაც ბავშვი იქნება დროებით გადაყვანილი, ვიდრე ექიმის გამოძახება და ბავშვის გადაყვანა მოხდება ან ბინაზე, ან სამედიცინო დაწესებულებაში შემდეგი მეთვალყურეიობისათვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება