| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება - აღნიშნულს პირბადის ტარების წესში შესული ცვლილება ითვალისწინებს, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.
პრემიერის ბრძანების თანახმად, პირბადის ტარების წესის მესამე მუხლიდან ამოღებულია ა.დ პუნქტი, რაც შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: პირბადის გამოყენება აუცილებელია, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ამ პუნქტის ამოღება კი თავისთავად ნიშნავს, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში პირბადის გამოყენების ვალდებულება მოხსნილია. ასე, რომ თუ სწავლა ჩვეულ რეჟიმში დაიწყება, გაკვეთლებსა თუ ლექციებზე პირბადის ტარება არ მოგიწევთ.
თუმცა მანამ სანამ კანონში ცვლილება შევიდოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირბადეები დერეფნებში, შესვენებებზე აუცილებელი იქნებოდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა