| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„2. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონკურსის არარსებობის შემთხვევაში – ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.“;
ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის თავისებურებანი
1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა, შეიძლება გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
2. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის კონკურსის გავლის სავალდებულობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულება.
3. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთათვისაც დაწესებულების მიერ არ არის განსაზღვრული კონკურსი, აპლიკანტი ირიცხება ტესტირების შედეგების საფუძველზე.“;
გ) 253 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 253. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვების თავისებურებები“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა