სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არცერთი აბიტურიენტი არ დაიჩაგრება“ - სოფიო გორგოძე ტესტების სირთულესა და გრანტის გაცემის შესახებ დეტალურ განმარტებას აკეთებს
30-07-2020
-
+


„არცერთი აბიტურიენტი არ დაიჩაგრება“ - ასე გამოეხმაურა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აბიტურიენტის კითხვას, თუ რატომ იყო რთული მათემატიკის ტესტი.

სოფიო გორგოძის განმარტებით, როდესაც საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, გამოიკვეთება, რომელი იყო რთული ვარიანტი და შეფასებისა და გამოცდების ცენტრი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ვერ გავიგებთ ტესტი რთული იყო თუ მარტივი, სანამ არ გვექნება შედეგები. იმ საგნებში, სადაც არის რამდენიმე ვარიანტი, შეგვიძლია გავარკვიოთ, რომელი ვარიანტი იყო რთული. შეიძლება სირთულის თვალსაზრისით ოდნავ სხვაობა იყოს ვარიანტებს შორის, ეს დგინდება სტატისტიკური ანალიზი და შესაბამისად ხდება ვარიანტების გათანაბრება. არცერთი აბიტურიენტი არ დაიჩაგრება“, - აღნიშნა გორგოძემ.

გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გრანტის გაცემის წესზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

„გრანტი გაიცემა როგორც სამი გამოცდით, ასევე ოთხი გამოცდით. ვთქვათ, მესამე საგნად ვინც ჩააბარა ისტორია, საგრანტო კონკურსში ეჯიბრება ასევე იმ აპლიკანტებს, ვინც ისტორია ჩააბარეს. თუ მეოთხე საგნად ჩაბარებული აქვს გეოგრაფია, ეჯიბრება იმ ადამიანებს, რომლებსაც მეოთხე საგნად გეოგრაფია აქვთ ჩაბარებული. აპლიკანტი, სადაც უკეთესი შედეგი აქვს, იმ შედეგის მიხედვით მიიღებს გრანტს“, - განაცხადა გორგოძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

პიროვნება
სკოლები
სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 

სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება