სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტროს სასწავლო წლის 15 სექტემბრამდე დაწყებას სთხოვენ - რას პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი?
30-07-2020
-
+


რამდენიმე კერძო სკოლამ განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყების ვადების გადმოწევის თხოვნით მიმართა. 

მათივე განმარტებით, კანონმდებლობით, შესაბამისი დასაბუთებისა და სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში კერძო სკოლებს აქვთ შესაძლებლობა, სწავლის დაწყების ვადები შეცვალონ. ასევე განსაზღვრულია სასკოლო ასაკი: სწავლის დაწყების მომენტისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს შესრულებული ექვსი წელი.

რაც შეეხება სკოლებს, რომლებიც სწავლის დაწყებას 15 სექტემბრამდე ითხოვენ, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ სტანდარტების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, რომელთა გამოქვეყნებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. საუბარია უსაფრთხოების რეკომენდაციებზე, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უნდა დაიცვან.


აღნიშნულ მოთხოვნას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა. მისი განმარტებით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. 

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.

„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება