სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„​თერმოსკრინინგი აუცილებელი გახდება და განისაზღვრება რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს კლასში“ - ახალი სასწავლო წელი სკოლებში
28-07-2020
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში შესამუშავებელ რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, განისაზღვრება კლასებში მოსწავლეების რაოდენობა, თერმოსკრინინგი კი აუცილებელი იქნება.

„სკოლებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ ეპიდსიტუაცია ასეთი გვექნება, როგორიც დღეს გვაქვს, მართვადი, პულსზე გვიჭირავს ხელი და თუ არ გაგვექცა ეპიდსიტუაცია, მაშინ სწავლის დაწყებას ხელს არაფერი შეუშლის.

ოღონდ, რა თქმა უნდა, მუშავდება შესაბამისი რეგულაციები: რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს ერთ საკლასო ოთახში, როგორ უნდა ხდებოდეს ვენტილაცია, ბავშვებს ხელმისაწვდომი უნდა ჰქონდეთ ხელის დაბანის საშუალებები, თერმოსკრინინგი აუცილებელი გახდება“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძემ ბავშვებთან დაკავშირებით მშობლებსაც მიმართა: „კოვიდინფექცია ბავშვებში შეიძლება იწყებოდეს დიარეით, თუ ტემპერატურა აღენიშნება ბავშვს ან მოზარდს, მიმართეთ ამბულატორიებს და ჩაუტარეთ პისიარ ტესტირება“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება