| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

N173 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მასწავლებლის მსურველი დაგვიანებით გამოცხადდა. როგორც საგამოცდო ცენტრში მისულმა აპლიკანტმა განაცხადა, რაიონიდან ჩამოვიდა, ტაქსმა შეცდომით სხვა საგამოცდო ცენტრში მიიყვანა და ამის გამო დააგვიანდა.
„მესმის რომ რამდენიმე წუთი დამაგვიანდა, მაგრამ პანდემიაა. მესხეთის რაიონიდან ჩამოვედი, ახალციხიდან და ტაქსმაც არასწორად მიმიყვანა - 173-ე სკოლის მაგივრად 177-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში. შეღავათი რომ გაეკეთებინათ რა მოხდებოდა. არ ვიცოდი სად იყო საგამოცდო ცენტრი, ტაქსს ვენდე და შეცდომაში შემიყვანა“, - განაცხადა აპლიკანტმა.
მასწავლებლის მსურველს მხარი გულშემატკივრებმაც დაუჭირეს და საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს მისი შეშვება სთხოვეს, თუმცა გამოცდა უკვე 5 წუთის დაწყებული იყო და აპლიკანტი გამოცდაზე აღარ დაუშვეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა