სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რთული იყო, მარტივი ნამდვილად არ ყოფილა“ - ფიზიკის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტებისა და  მომლოდინე მშობლების კომენტარები
22-07-2020
-
+


დღეს აბიტურიენტები ფიზიკის, ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებენ. N133 სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი პირველმა აპლიკანტებმა უკვე დატოვეს.

„45 ტესტი იყო, 3 ამოცანა, ცხრილი იყო ერთი და ერთიც მნიშვნელობებზე. ამოცანები მაღალქულიანი იყო. თუ კარგად ხარ მომზადებული, რთული არაა“.

„ტესტური ნაწილი არც ისე რთული იყო. ამოცანები საკმაოდ რთული. საერთო ჯამში ტესტსაც ასე შევაფასებდი რომ რთული იყო, მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მე სამედიცინოზე ვაბარებ და ამიტომ ავირჩიე ფიზიკა“.

„სამედიცინოზე ვაბარებ, ერთი უნივერსიტეტი უკვე დავამთავრე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ფიზიკა ვისწავლე მთელი ეს წლები, სირცხვილი იყო რომ გამჭირვებოდა, მარტივად დავწერე“.

საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივრების ნაკლებობა აღინიშნება, რადგან ამ საგნებს აპლიკანტების მცირე ნაწილი აბარებს.

„არჩევითია ფიზიკა და ყველას უკვირს ჩემმა შვილმა რომ აირჩია, სამედიცინოს აბარებს. ცოტამ აირჩია ფიზიკა, ბეწვის ხიდზე გადიან. როგორც ვიცი, საქართველოს მასშტაბით სულ 200 ბავშვი აბარებს, მაგრამ არა მხოლოდ სამედიცინოზე, საინჟინროზეც“.

„ფიზიკას და მათემატიკას სხვა აზროვნება სჭირდება, რომელიც ან გაქვს ან - არა. მედავებოდნენ ისტორია უფრო რთულიაო, თუმცა ისტორიას მხოლოდ წაკითხვა უნდა“.

„​სამედიცინოსთვის აბარებს ჩემი შვილი ფიზიკას, სხვა მიმართულებით ფაკულტეტი არც აურჩევია, ვღელავ ძალიან“, - ამბობენ ჩვენთან საუბარში მშობლები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება