სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დღეს გამოცდას ბოქსირებულ პალატაში აბარებს
17-07-2020
-
+


აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დღეს გამოცდას ბოქსირებულ პალატაში აბარებს. ამ საკითხზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განცხადება გააკეთა.

„მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას გვქონდა გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ეხებოდა კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტს და მასთან სექტორში განთავსებულ აბიტურიენტებსა და მეთვალყურეებს. მიხარია, რომ სხვადასხვა უწყების თანამშრომლობის შედეგად თითოეულმა გამოსაცდელმა შეძლო გამოცდებში მონაწილეობის გაგრძელება. განსაკუთრებული გამოწვევა გახლდათ საგამოცდო პროცესში კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის ჩართვა - განიხილებოდა რამდენიმე ვერსია და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაზე უსაფრთხო იქნებოდა გამოცდის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარება.

ეს გამოცდა ტარდება დღეს ბოქსირებულ პალატაში, რომელიც აღჭურვილია ისე, როგორც ყველა სხვა საგამოცდო სექტორი. გამოცდა წარიმართება ისე, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ საგამოცდო ცენტრებში. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ საგამოცდო სექტორად განისაზღვრა სწორედ ეს პალატა. როგორც გამოცდის დროს, ამ შემთხვევაშიც პროცესს დააკვირდება ორი მეთვალყურე, ცხადია, სპეციალური ეკიპირებით, რაზეც იზრუნებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ჩვეულებრივ მოხდება ვიდეოჩაწერა, აბიტურიენტი სხვა აბიტურიენტების მსგავსად, იმავე დროსა და იმავე პრინციპით წერს იმავე ტესტს,“- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას გადის, გამოცდა სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. ყველა ის აბიტურიენტი, რომლებიც იმყოფებოდა მასთან ერთად სექტორში, შესაბამისი წესების დაცვით გააგრძელებს საგამოცდო პროცესს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება