| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სტუდენტებმა, გერმანიაში ფრენების დანიშვნის მოთხოვნით, კანცელარიასთან აქცია გამართეს. მანამდე მათ ამ მოთხოვნით მიმართეს ეკონომიკის მინისტრს, პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში წერილიც გაგზავნეს, თუმცა უშედეგოდ და სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრისთვის მიემართათ.
„არაერთი აქცია ჩავატარეთ, შევაგროვეთ ხელმოწერები, გავგზავნეთ ღია წერილები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და ამიტომ მივმართავთ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას - ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგულარული ფრენების აღდგენა. ბოლო ვადა, როდესაც გერმანიაში უნდა ჩავსულიყავით, უკვე გავიდა და მიუხედავად იმისა, ფრენები დაინიშნა, ბილეთები იმდენად ძვირია, ჩვენ შემოსავლებს ბევრად აჭარბებს; ამიტომ ვითხოვთ, დაბრუნდეს დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რათა შევძლოთ ბილეთების შეძენა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები, რომლებსაც აქვთ მოლოდინი - მათ მოთხოვნას მთავრობა აუცილებლად გაითვალისწინებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი