მუხიანის საჯარო სკოლის მოსწავლემ ელგუჯა კობერიძემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
13-07-2020
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, 28 ივნისის შემაჯამებელ ტესტში ელგუჯა კობერიძემ ბრინჯაოს დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.