სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 2017-2018 დაიწყო
22-09-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 2017-2018 დაიწყო.

უფროსკლასელების საყურადღებოდ: იხილეთ წესები და ჩაერთეთ კონკურსში. 




სტრატეგიული მიზნები: 

  • საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის სატესტო და რეგიონულ კონკურსებში საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა; 
  • საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის სატესტო და რეგიონულ კონკურსებში ჩართულობით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეთა მოტივირება და განათლებით მეტად დაინტერესება; 
  • საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის სატესტო და რეგიონულ კონკურსებში საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეთა შორის ნიჭიერების: აღმოჩენა, წარმოჩენა და წახალისება !!! 
  • საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის სატესტო და რეგიონულ კონკურსებში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით - სახელმწიფოს, სკოლისა და ოჯახების ინტერესების კვეთა სლოგანით: ბედნიერება ყველას სჭირდება !!! 

განათლების მიღება ბუნებრივი აუცილებლობაა !!! 

  • საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი I ეტაპის ტესტირება ტარდება ადგილებზე  - სკოლებში; 
  • საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტირებას, შეჯამებას და დაარქივებას ახორციელებენ სკოლის უფლებამოსილი წარმომადგენლები, შერჩეული პედაგოგები - „ეტალონის ტრენერები“; 
  • საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტირებით გამოვლინდებიან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ნახევარფინალის მონაწილენი, რომელთა გამოვლენა ხდება I ეტაპის ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე. 

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ნახევარფინალის ტესტირებას IT-ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის შემოქმედებით-ტექნიკური ჯგუფი და პროექტის ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი ადგილებზე - მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში ჩაატარებს. ტესტირების ნახევარფინალის წარმატებული მონაწილე კი ავტომატურად ხდება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილე.  
 
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტები განკუთვნილია სხვადასხვა აკადემიური მოსწრების - ცალკე მე-8; ცალკე მე-9; ცალკე მე-10; ცალკე მე-11 კლასების ყველა მოსწავლისთვის.  
 
„ეტალონის“ ტესტირების და ღონისძიების თარიღი ინდივიდუალურად დგება თითოეული მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქისათვის.  
 
„ეტალონის“ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეს/სკოლას მიეწოდება წინასწარ, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშუალებით.   
 
დეტალური და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ „ეტალონის“ Facebook გვერდზე:  www.facebook.com/etaloni 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება