| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N23 საჯარო სკოლა ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, უწყვეტად აგრძელებს მოსწავლეთა ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას.
სკოლა დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს სასწავლო წლის დასაწყისში დაგეგმილ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: მოსწავლეთა საკლუბო და საწრეო მუშაობა და შემოქმედებითი კონფერენციები. საინტერესოა კლუბ „მამულიშვილნის“ მიერ შესრულებული შემაჯამებელი ღონისძიება. რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. კლუბის წევრებმა ვირტუალურად განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები. წარმოადგინეს ინფორმაცია აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ. წარმოაჩინეს იმ გმირების ისტორიები, რომელთა მისიაც საქართველოს ერთიანობა და თავისუფლება იყო. იმსჯელეს და გააანალიზეს ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. მოამზადეს პრეზენტაციები, მოაწყვეს დისკუსია თემაზე - „ვის ან რას აქვს უფლება სიცოცხლე მოსთხოვოს ადამიანს“. შექმნეს ჩანახატები, ვიდეო რგოლები, ფოტოკოლაჟი, პოსტერები, მოამზადეს ონლაინ საინფორმაციო ბუკლეტები, გამოსცეს ონლაინ გაზეთი - „მამულიშვილნი“, რითაც კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირულ მამულიშვილებს.
„ფასდაუდებელია იმ ადამიანთა ღვაწლი, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის ფასად მოიპოვეს ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას