სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  პროგრამებთან დაკავშირებით, მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - დეტალები
23-02-2026
-
+


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობაა 180-200, თუმცა იარსებებს 240 კრედიტიანი პროგრამებიც.

განათლების მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ:

„ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 240 კრედიტით, თუკი იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) არაუმეტეს 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის, მათ შორის, ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა სსიპ –  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომ –  ცენტრი);

ბ) არაუმეტეს 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომ –  სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა;

დ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:

ვ.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ბ) „ელექტრობა და ენერგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0713) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.გ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.დ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ე) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ვ) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ზ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.თ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ი) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; 

ვ.კ) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215) „საშემსრულებლო ხელოვნების (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდო დირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა/კონცერტმაისტერი/კლავიშიანი საკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა/ძველებური მუსიკალური საკრავები)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.8), „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ლ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0915.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.მ) „ჯანდაცვის –  არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ნ) „მათემატიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0541) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ო) „ბიოლოგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0511) „ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.პ) „ქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0531) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ჟ) „ფიზიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0533) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.რ) „ბიოქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0512) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ს) „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0532) „გეოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.3) და „გეოფიზიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.4) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა“. 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება