| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„გემშვიდობებით „ოქროს ბიჭებო“! - ამ სიტყვებით გააცილეს ცხოვრების ახალ ეტაპზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის მოსწავლეები. იოლი არაა, დისტანციურად, ონლაინ-რეჟიმში გადმოსცე ის ემოციები, რომელსაც დღეს - უჩვეულო ბოლო ზარის დროს გრძნობენ პედაგოგები, თუმცა მთავარი სიტყვებია, რომელიც გულიდან მოდის და რომლითაც რცხმელურის საჯარო სკოლის პედკოლექტივმა მოსწავლეები გააცილა:
„20 მაისი...დღე, რომელიც თქვენი ჟრიამულით უნდა ყოფილიყო სავსე, ბავშვებო!
ჩემო ვანო და დათო,ჩემო „ოქროს ბიჭებო“, ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა,როცა ემოციებით სავსე ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვუყრი სიტყვებს თავს!
ვიცი,რომ სადაც უნდა იყოთ, თქვენ ჩვენს სკოლას ასახელებთ, ღირსეულად გაიარეთ ეს გზა და ღირსეულადაც გააგრძელებთ!
თქვენ ოქროს მედალოსნები ხართ, მრავალჯერ ასახელეთ ჩვენი სკოლა სპორტულ თუ ინტელექტუალურ პროექტებში, სხვანაირად გვინდოდა ეს დღე, მაგრამ გპირდებით, ბავშვებო, მომავალში ერთ ლამაზ, ბედნიერ დღეს აუცილებლად გაჩუქებთ რცხმელურის საჯარო სკოლა!“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა