სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც პედაგოგს აქვს უნარი ასწავლოს არა მხოლოდ კარგად, არამედ საინტერესოდაც “- შორენა ჩაფიძე, ქუთაისის N4 სკოლის პედაგოგი
25-02-2026
-
+


შორენა ჩაფიძე ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც გაკვეთილზე ქმნის პოზიტიური გარემოს, მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებს და მიმართავს ინდივიდუალურ მიდგომებს, წამახალისებელ ფორმებს, მიზნობრივ რესურსებსა და სახალისო აქტივობებს. 

მისი თქმით, სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ის ცხოვრებისეული უნარები, რომლებიც ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარება.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი შორენა ჩაფიძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვხედავ რომ უპასუხისმგებლოდ ეკიდება მოვალეობებს, საქმეს, რასაც აკეთებს. მაშინვე ვუხსნი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის, მისი მომავლისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა. პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესი თვისებაა ადამიანისათვის. მის გარეშე შეუძლებელია აღიზარდოს კარგი მოქალაქე.

-  მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მოსწავლეს წარმატებისაკენ ბევრი რამ უბიძგებს. გამოვყოფდი სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს, ასევე წამახალისებელ ფორმებს და პოზიტიურ გარემოს. ეს ყველაფერი აძლევს მოტივაციას მოსწავლეს, იყოს უფრო თავდაჯერებული, თამამი და გახსნილი.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- იმ უნარებს, რაც მას ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარება.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მეგობრის სახით ბავშვს ჰყავს ადამიანი, ვისთანაც აქვს სულიერი კავშირი, ვინც მისთვის საიმედოა, ვისთანაც უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ეს ემოციური კავშირი ეხმარება მას, იყოს ბედნიერი.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- პედაგოგს აქვს უნარი არა მარტო კარგად, არამედ საინტერესოდაც ასწავლოს. როდესაც მოსწავლეს უქმნის პოზიტიურ გარემოს, როდესაც აქვს ინდივიდუალური მიდგომა სხვადასხვა შესაძლებლობის ბავშვებთან, როდესაც გაკვეთილებზე იყენებს მიზნობრივ რესურსებს და სახალისო აქტივობებს.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- უნარი, რომელსაც ყველა ბავშვი უნდა ფლობდეს, ჩემი აზრით, არის სოციალური უნარები, უმნიშვნელოვანესია მოსმენის კულტურა.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა პედაგოგმა. ყოველთვის მეუბნებოდა, შენგან კარგი პედაგოგი დადგებაო. არ ვიცი, გავამართლე თუ არა მისი იმედები, თუმცა ყოველთვის ვცდილობ ვიყო მასავით სამართლიანი, მიუკერძოებელი, გაწონასწორებული, მუდმივად ვარ ახლის ძიებაში, ვცდილობ ჩემი ცოდნით დავეხმარო, გზა გავუკვალო ჩემს მოსწავლეებს. მივცე ის საფუძველი, რაც დაეხმარება მათ სწავლების მომდევნო
საფეხურებზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 
სკოლები

არჩევნებს კი წინ უძღოდა კანდიდატების მიერ საკუთარი საარჩევნო პროგრამების წარდგენა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება