სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემთვის მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის  დაწყებითი კლასის მასწავლებელი ლალი მურადაშვილი
26-02-2026
-
+


ლალი მურადაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელია, რომლისთვისაც პედაგოგობა პროფესიაზე ბევრად მეტია. მისთვის მასწავლებლობა ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებული გზაა, რომელიც თაობების მომავალს აყალიბებს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი მურადაშვილი პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ის გრძნობს რომ ვანდობთ მნიშვნელოვან საქმეებს და ამავდროულად ვასწავლით, რომ მისი ყოველი ნაბიჯი გავლენას ახდენს საერთო შედეგზე.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც მასწავლებლის მხრიდან დანახული პოტენციალი და ის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც მას სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას...

- არამედ მყარ ღირებულებებს, ემპათიის უნარსა და სურვილს, იყოს საზოგადოების სრულფასოვანი, სასარგებლო წევრი, 21-ე საუკუნის კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდა.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- სწორედ ჯანსაღი ურთიერთობები ქმნის იმ სივრცეს, გარემოს, სადაც ბავშვი თავს დაცულად, სრულუფლებიან წევრად გრძნობს და უფრო თამამად გამოხატავს საკუთარ აზრს.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- მასწავლებელი ცდილობს მშრალი მასალა ცოცხალ, შემოქმედებით პროცესად აქციოს და მოსწავლე ამ პროცესის აქტიური, ჩართული მონაწილე გახდეს.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- არის კრიტიკული აზროვნება, საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირება, ჩართულობა, და უნარი, არასოდეს შეწყვიტოს კითხვების დასმა და პასუხების ძიება.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ჩემმა დაწყებითის მასწავლებელმა და იმ პედაგოგებმა, რომლებმაც საკუთარი მაგალითით დამანახეს, თუ რამხელა ძალა აქვს ჯანსაღ ურთიერთობებს, აზრის თავისუფლებას, მეგობრულ დამოკიდებულებას, ცოდნასა და ადამიანურ სითბოს. ჩემთვის მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია ……


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება