სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის მხარდაჭერა“ - ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგი ლიანა ბერია
26-02-2026
-
+


ლიანა ბერია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელია, რომლის მიზანია მოსწავლეებს დავეხმაროს არა მხოლოდ სწავლაში, არამედ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში.

მისთვის მასწავლებლობა არის ცოდნის, ფასეულობებისა და პოზიტიური ცვლილებების ხელშემწყობი. საკუთარ პროფესიას დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ემსახურება და მოწოდებულია ქვეყანას განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდოს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს  მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგი ლიანა ბერია პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ვაძლევთ აქტიურ როლს სასწავლო პროცესში, ვუყალიბებთ თვითრეფელქსიის უნარს და ვაჩვევთ საკუთარი არჩევანის შედეგების გააზრებასა და შეფასებას.

-  მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მასწავლებლის მხარდაჭერა, მოტივაცია და მის შესაძლებლობებზე დაფუძნებული სწორი მოლოდინი. როცა მოსწავლე გრძნობს, რომ მას ენდობიან, აფასებენ მის ძალისხმევას და არა მხოლოდ შედეგს, მასში ჩნდება თვითრწმენა და განვითარების სურვილი.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- აზროვნების თავისუფლებას, ღირებულებებზე დაფუძნებულ არჩევანის უნარს და ცხოვრებისათვის საჭირო სიბრძნეს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- მეგობრობა აყალიბებს თანადგომას, ემპათიისა და პასუხისმგებლობის კულტურას. როდესაც ბავშვები ერთმანეთის წარმატებას იზიარებენ და სირთულეებში გვერდით უდგანან, ისინი სწავლობენ გუნდურობას და ადამიანურ ურთიერთობებს, რაც განათლების ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია,
როგორც აკადემიური ცოდნა.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- მასწავლებელი ქმნის აზროვნებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლე არის არა მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, არამედ პროცესის აქტიური მონაწილე. ინტერაქტიული მეთოდები, აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება და მიღებული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება ზრდის მოსწავლის ინტერესსა და შინაგან მოტივაციას.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- არის კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი - ინფრომაციის გააზრება, შედარება, შეფასება და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად ჩამოყალიბება, რაც თანამედროვე სამყაროში წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ბავშვობის ოცნებამ, გავმხდარიყავი განათლების პროცესის ნაწილი, იმ რწმენამ, რომ განათლება არის ადამიანის განვითარების უმთავრესი საფუძველი. მასწავლებლობა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ვიყო ცოდნის, ფასეულობებისა და პოზიტიური ცვლილებების ხელშემწყობი. ჩემი მიზანია მოსწავლეებს დავეხმარო არა მხოლოდ სწავლაში, არამედ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში.

მთავარი ფოტოს ავტორი: დავით პირტახია


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ასაწყობი, ტრანსპორტირებადი სკოლები რეგიონებში - 22 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია

10 ცვლილება განათლებაში მასწავლებელთა ფუნქციებს, ხელფასებს, ტრენინგებს მოიცავს - 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება