| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს, 28 აგვისტოს მარიამობა აღინიშნება. მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა) ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაულია. მარიამობა თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.
საქართველოში 110 000 მარიამია. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს უკვე 1 427 გოგონას დაარქვეს ეს სახელი.
მარიამი არამეული წარმოშობის სახელია და მას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს:
1. „შეუპოვარი“, „დაუმორჩილებელი“, „უარმყოფელი“;
2. „მწარე“
3. „ქალბატონი“
4. „საყვარელი უფლისა“, რომელთაგან ყველაზე სარწმუნო პირველია
სახელი უძველესი დროიდან გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ