სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა - მიხეილ ჩხენკელი
12-05-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პოლიტიკის ონლაინ სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილება და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. განსახილველ თემა იყო: „პანდემიის შემდგომი უმაღლესი განათლების გადააზრება“. 

დისკუსიის დროს მხარეებმა განიხილეს პოსტპანდემიური დემოგრაფიული, ეკონომიკური, სოციალური შედეგების გავლენა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა, და ზოგადად, უმაღლესი განათლების სექტორზე; ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები, პოსტპანდემიურ პერიოდში უმაღლესი განათლების სექტორის ადაპტირებისა და შემდგომი განვითარების საკითხები. 

„დიდ მადლობას მოვახსენებ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტს საინტერესო სადისკუსიო პანელის ორგანიზებისათვის. ვფიქრობ, იგი სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება ყველა მონაწილე მხარისათვის. COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები და სტუდენტები საკლასო ოთახსა და აუდიტორიის მიღმა დარჩნენ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესი შეგვენარჩუნებინა. მასწავლებლების, ლექტორების, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა“ - მიმართა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას. 

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს წარმატებას დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში საერთაშორისო გამოხმაურებაც მოწმობს. კერძოდ, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა, COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. ასევე, სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეაფასება მისცა Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლებისა და უმაღლესის სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას დისტანციური სწავლების განხორციელების პროცესში და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება