სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რას ნიშნავს ფრაზეოლოგიზმი - ალიყურის ჭმევა
11-11-2017
-
+


ფრაზეოლოგიზმი არის სიტყვათა მყარი შესიტყვება, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ენისათვის, მისი შემადგენელი სიტყვები ისე არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ გაიგება მთელი ფრაზის მნიშვნელობა და არა მისი შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობა ცალ-ცალკე და მათი ჯამი.

ფრაზეოლოგიზმებს ზოგჯერ იდიომებს, ფიგურალურ გამოთქმებს ან ხატოვან სიტყვა-თქმებს უწოდებენ. როგორც წესი, მათ ვხმარობთ გადატანითი მნიშვნელობით.

ფრაზეოლოგიზმებს ახასიათებს  შემადგენლობის უცვლელობა. მათი დიდი ნაწილი ვერ ეგუება ახალი სიტყვების ჩართვას.

 ხატოვანი სიტყვა-თქმები შეიძლება იყოს:

  • წმინდა ეროვნული რეალობის ამსახველი
  • ბიბლიური წარმოშობის
  • ანტიკური მითოლოგიიდან მომდინარე
  • ცნობილი ისტორიული მოვლენების ამსახველი
  • წარმომავლობა ზოგჯერ ძნელი დასადგენია
გთავაზობთ ეროვნული რეალობის ამსახველ რამდენიმე ფრაზეოლოგიზმს თავისი განმარტებით:

ადამის ხნის - დიდი ხნის, ძალზე მოხუცი, ძველებური;

ავ თვალს არ ენახვება - ძალიან კარგია, ლამაზია, მშვენიერია;

თვალში ნაცრის შეყრა - მოტყუება;

აირია მონასტერი - არეულობა და უთავბოლობა გამეფდა, უწესრიგობა დაიწყო;

ალიყურის ჭმევა - სილის გაწვნა;

ბევრმა წყალმა ჩაირა - დიდი დრო გავიდა;

ალმაცერად ყურება/ალმაცერად ცქერა - უნდობლად, ეჭვით მოკიდება;

ღობე-ყორეს ედება - უაზროდ მოქმედებს;

ანკესზე წამოგება - მოტყუება, ვისიმე ხრიკების მსხვერპლად გახდომა, მახეში გაბმა;

არახუნებს მოშლილი წისქვილივით - უაზროდ ლაპარაკობს;

მშრალზე დატოვა -  ყველაფერი დააკარგვინა;

აფრის აშვება - დაურიდებლად მოქცევა, აწყვეტა;

ქვას ქვაზე არ ტოვებს - ყველაფერს ანადგურებს;

ყურები ჩამოყარა - მოიწყინა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება