| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში მორიგი ცვლილებები შევიდა.
ახალი ბრძანებით განისაზღვრა, საჯარო და კერძო სკოლებში პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ იმ ორგანოების უფლებამოსილება, რომლებსაც უფლება აქვთ ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით გამონაკლის სახით ჩარიცხონ მოსწავლე სკოლაში.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთვის განსაზღვრული ვადების ამოწურვის შემდგომ ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე - განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროების უფლებამოსილება საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვასთან დაკავშირებით გასცეს თანხმობა ან უარი.
ამასთან, რესურსცენტრისა და ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობისა და საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, საჯარო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
პირველ კლასში ჩარიცხვისთვის განსაზღვრული რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ რესურსცენტრი, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ან უარი კერძო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე.
რესურსცენტრისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კერძო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ