სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარანტინი და თვითიზოლაცია არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ერთმანეთი უფრო მეტად დავაფასოთ“- ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
29-04-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი ანსიანი ჩანახატს გვიზიარებს.  


„გიორგი ანსიანი მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელია. ცელქი და ონავარი ბიჭუნა მიზანდასახული, სერიოზული ხდება, როცა საქმეს მიანდობ ან რამეს დაავალებ, ასე იყო ახლაც. გიორგი გამოეხმაურა თემას - „მონატრების ერთი თვე- რა გვასწავლა სიჩუმემ“ და თავის საყვარელ ქართულის მასწავლებელს, რომელიც ამავე დროს სკოლის დირექტორიცაა, ეს ჩანახატი გამოუგზავნა. იგი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იზოლაცია ყველას ასწავლის მონატრებას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

მონატრების ერთი თვე

ჩემთვის ყველაზე დიდ პრობლემას დილით ადრე გაღვიძება წარმოადგენდა, რადგანაც ჩემი სკოლა გვერდით სოფელში მდებარეობს, მანძილი სოფლებს შორისკი საკმაოდ დიდია, შესაბამისად, გაცილებით ადრე იწყება ჩემი დილაც. ამიტომ ძალიან მიყვარს დასვენების დღეები და სეზონური უქმეები, როდესაც ჩემს სრულ დროს ოჯახთან
ერთად ვატარებ.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს თავისუფალი დრო, სკოლა ჩემი მეორე სახლია და ძალიან მიყვარს იქ გატარებული დრო. როდესაც, საგაზაფხულო არდადეგებზე გავიგე, რომ სკოლა ცოტა ხნით გადაიდო, გამიხარდა! მალევე გავიგე, რომ არდადეგები
კიდევ უფრო გახანგრძლივდა, მაგრამ, სიხარული ვეღარ ვიგრძენი... ხოლო როცა გავიგე, რომ სკოლაში სექტემბრამდე, ვეღარ წავიდოდი, გული დამწყდა და მაშინ მივხვდი, რომ ძალიან მონატრებული ვიყავი სკოლას და ჩემს მეგობრებს! როდესაც ეს ყველაფერი გავაანალიზე, სწორედ მაშინ დაიწყო, ჩემს ცხოვრებაში „მონატრების ერთი თვე“ ზოგჯერ მგონია, რომ სამყაროს ბურუსი გადაეფარა და ხალხმა დაიძინა...

ცოტა კარგიცაა, მე ხომ მიყვარს როდესაც ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, როცა დილით ადრე გაღვიძება არ მიწევს და დროც მთლიანად ჩემს განკარგულებაშია, მაგრამ, მაინც არ ვარ თავისუფალი, გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს ვგავარ, რომელიც გაფრენაზე ოცნებობს. მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრები ჩემთან ვეღარ მოდიან, მივხვდი, რომ მე მათ გარეშე არ შემიძლია ვიყო მხიარული, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მე ისინი ძალიან მიყვარს და ახლა უკვე ძალიან მენატრებიან! ერთი სული მაქვს, როდის გადაივლის ვირუსი რომელმაც თითქოს დედამიწა დააპაუზა, მინდა ყველასთან მივიდე და ჩავეხუტო.

ყველაფერთან ერთად, ახლა ყველა მოსწავლის ცხოვრება შეცვლილია და რა თქმა უნდა ჩემიც. მეც დავიწყე ონლაინ სწავლა. ცოტა გამირთულდა მასწავლებლებთან დისტანციური მუშაობა თუმცა ვიცი ამ ეტაპზე ასეა საჭირო და ყველანაირად ვცდილობ
დავემორჩილო ამ ახალ მეთოდებს და მივიღო მეტი განათლება.

მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დამთავრდება! ჩვენი სახელმწიფო ყველა გზას მიმართავს, რომ ჩვენი ცხოვრებიდან გაქრეს ვირუსი ,რომელსაც Covid19-ს უწოდებენ და მე მჯერა მათი! დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და
ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება, ისევ ისეთი ხმაურიანი და ხალისით სავსე, როგორიც აქამდე იყო! მე კი ჩემს თანატოლებს მივმართავდი, რომ კარანტინი და თვითიზოლაცია არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ერთმანეთი უფრო
მეტად დავაფასოთ და გვიყვარდეს მომავალში.

#მემჯერაყველაფერიკარგადიქნება!

#გვიყვარდესდამეტიპატივივცეთერთმანეთს!

                                                          ლახამულის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი ანსიანი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

კვალიფიკაციის ამაღლება კერძო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებსაც შეეხება 

სკოლებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი ნიშნები უნდა განათავსოთ - რეკომენდაციები დირექტორებისთვის 

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება