სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გახდი ბუნების მეგობარი, დაიცავი გარემო!“ - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
22-04-2020
-
+


„გახდი ბუნების მეგობარი, დაიცავი გარემო!“ - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის უცხოური ენების კათედრაზე დაიგეგმა ინგლისურენოვანი პროექტი, რომელშიც აქტიურად ჩაებნენ IX , X და XI კლასის მოსწავლეები. პროექტის ფასილიტატორი იყო ინგლისური ენის პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე.

„22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

ჩვენი წვლილი რომ შეგვეტანა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 2019-20 სასწავლო წელს  წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის უცხოური ენების კათედრაზე დაიგეგმა ინგლისურ ენოვანი პროექტი სახელწოდებით „გახდი ბუნების მეგობარი, დაიცავი გარემო!" აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაებნენ IX , X და XI კლასის მოსწავლეები. პროექტის  ფასილიტატორი გახლდათ ინგლისური ენის პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მთელი რიგი აქტივობები: ვიდეო რგოლების დამზადება, გარემოს დასუფთავებაში მონაწილეობა, ხეების დარგვა, ბროშურების და აფიშების დამზადება, პროექტის შედეგების პრეზენტაცია აუდიტორიის წინაში.

თუმცა მსოფლიოში არსებული რთული პანდემიის გამო მოხერხდა პროექტის მხოლოდ ნაწილობრივ  განხორციელება. მოსწავლეებმა დისტანციურად მოამზადეს ვიდეო რგოლები, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ადამიანებს გარემოს დაცვისკენ.

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე. 

ხოლო მე-3 კლასის მოსწავლეებმა თავიანთი მოწოდებები ფურცლებზე გადაიტანეს და ისე გამოხატეს თავიანთი სათქმელი“, - აღნიშნულია წყალტუბოს სასულიერო გიმნაზის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება