| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გელათის საჯარო სკოლაში თვეზე მეტია კორონავირუსის პრევენციის გამო მიმდინარეობს დისტანციური სწავლება, რომელმაც დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა არამარტო მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები და მშობლები.
„ურთიერთთანამშრომლობით, გამოცდილების გაზიარებით დავძლიეთ პრობლემები. მასწავლებელთა და მოსწავლეთა უმრავლესობა აქტიურადაა ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში. მასწავლებლები ქმნიან ელექტრონულ რესურსებს, რათა საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისოდ და ეფექტურად წარიმართოს. კვირაში ორჯერ კოლეგები ონლაინ ხვდებიან ერთმანეთს და საერთო პრობლემებზე საუბრობენ, ახალ პლატფორმებს ეცნობიან და გამოცდილებასა და ცოდნას აზიარებენ. მოსწავლეთა უმრავლესობამ იოლად აუღო ალღო ახალ პლატფორმებს, ისინი ასრულებენ teams-ში მიცემულ დავალებებს, სავარჯიშოებს, ერთვებიან დისკუსიებში, ქმნიან კომპლექსურ დავალებებს. შედეგი იმაზე უკეთესია, ვიდრე წარმოგვედგინა, თუმცა მაინც გვაქვს პრობლემები ინტერნეტის წვდომასთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა