სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბურატინო შოკოლადი“ – ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მასწავლებლის „ნამდვილი ზღაპარი“
22-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ოთარ დანელია საინტერესო ზღაპარს გვთავაზობს.

„ბურატინო შოკოლადი“
ჩემი ნამდვილი ზღაპარი

ცუდი ფეხი აქვსო, იძახდნენ.
მე მაშინ ბავშვი ვიყავი.
არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა, ისე მეშინოდა, გაუაზრებლად...
ბავშვები, თამაშის დროს, როცა ჩავფლავდებოდით, ერთმანეთს მის სახელს ვეძახდით. თითქოს მოწინააღმდეგის ცუდ ფეხს ვაბრალებდით მარცხს.
ერთხელ მაღაზიაში გამგზავნეს, პური უნდა მეყიდა...
„აზას მაღაზია“ ქუჩის თავში იყო, ჭადრის ხესთან.
მთელი უბანი იქ ელოდა ცხელი პურით სავსე მანქანას.
ვიდრე მანქანა მოვიდოდა, მასლაათობდნენ მეზობლები...
ცხელ პურზე მეტად მათი მოსმენა მიყვარდა.
იმ დღეს ჭადრის ხის ძირში მხოლოდ ერთი კაცი იჯდა.
შორიდან ვერ მივხვდი, ვინ იყო.
როცა მივუახლოვდი, შიშისგან მუხლებში ძალა დავკარგე.
ცუდი ფეხის კაცს ცხელი პურის ყუა მოეტეხა და მადიანად ლოღნიდა.
უკან დაბრუნება გადავწყვიტე.
შემამჩნია და გამიღიმა.
ხელი დამიქნია, მოდიო.
რატომღაც გაბედულად წავედი მისკენ.
არაფერი უთქვამს, მხოლოდ იღიმოდა.
მერე ჯიბიდან რაღაც ამოიღო და გამომიწოდა.
„ბურატინო შოკოლადი“ იყო.
არ მიყვარდა, მაგრამ მაინც გამოვართვი.
მეც არაფერი მითქვამს, მაღაზიისკენ წავედი...
ჭადრის ხის ძირში არავინ იჯდა, წასულიყო.
უცებ გამახსენდა „ბურატინო“ და ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე, მეჭამა...
ვერ წარმოიდგენთ, იმ დღიდან, „აზას მაღაზია“ მხოლოდ „ბურატინო შოკოლადის“ სახლად იქცა...
მერე „ცუდფეხიანი“ მოხუცი მოკვდა.
„აზას მაღაზიაც“ დაიკეტა.
„ბურატინო შოკოლადიც“ გაქრა, საბჭოთა კავშირს დაემგზავრა...
ბავშვობაც გაფრინდა გაზაფხულის პეპლის ფარფატით...
ერთხელ სამასწლიანი ჭადარიც დაბერდა, ბოლოს და ბოლოს და მოჭრეს.
ხო, ყველაზე მთავარი, იმ მოხუცის უკვე აღარ მეშინოდა. ის, ერთ დღეში, ზღაპრიდან გადმოპარული კეთილი ბერიკაცი გახდა, დედამიწაზე ყველაზე გემრიელი „ბურატინოებით“ სავსე ჯიბით...
ცუდი ფეხიც არასდროს ჰქონია, უბრალოდ, ადამიანებმა ვერ შეძლეს მისი კეთილი გულის დანახვა...

ოთო დანელია
14.04.2020


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

ახალი პროგრამა, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლიდან დაინერგება - დეტალები 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
მომხსენებელმა ისაუბრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება