| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ მარი მახარაძემ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა. მოსწავლის პედაგოგი ირმა ბოლქვაძე გახლავთ.
გთავაზობთ მარი მახარაძის ჩანახატს:
იუმორით დაძლეული სიჩუმე
კლასში ყველაზე ავი ვარ, თანაც ლამაზი. კარგად ვსწავლობ, ყოველ შემთხვევაში, მასწავლებლები ასე ამბობენ. ხშირად ვჩხუბობ, არავის არაფერს ვარჩენ. როცა სკოლაში არ ვარ, კლასში სიმშვიდეა, ვბრუნდები და სასამართლო პროცესიც იწყება...
ეს ერთი თვის წინ იყო, ახლა იძულებით იზოლაციაში ვარ, დისტანციურად ვსწავლობ და თანაკლასელებსაც დისტანციურად ვეკონტაქტები, თავდაპირველად ისევ ვჩხუბობდი, ერთხელ ისე დავეჯახეთ მე და ჩემი თანაკლასელი ერთმანეთს ქართულის „ჩათში“, რომ მასწავლებელი დაგვემუქრა: „რას ჩხუბობთ, ხომ არ გინდათ, ერთკვირიანი დუმილით დაგსაჯო ორივეო!“. მაშინვე გავჩუმდი, ქართულის გაკვეთილზე დუმილი, მართლაც, სასჯელია ჩემთვის!.
ახლა, ვგრძნობ, შევიცვალე, თანდათან მომენატრა ყველა,ტელეფონს ხელიდან აღარ ვდებ, ვერ ვუძლებ, როცა არ ხმაურობს, როცა არავინ მწერს!
გამუდმებით საათს მივჩერებივარ, ინფორმაციას ვუსმენ, რაღაც იქნებ შეიცვალოს-მეთქი, ვერ ვსუნთქავ ჩაკეტილ სივრცეში, მე ხომ ბუნებით მეამბოხე ვარ...
...სიჩუმემ ღიმილი და დათმობა მასწავლა, თუმცა გაბრაზება ისევ მჩვევია, ამჯერად კორონას ვეჩხუბები და არას ვეუბნები:
„მომბეზრდა დროის გაწელვა,
საათის ისრის მზერა,
არ ღირს არაფრის გაბედვა,
აღარც მომავლის მჯერა.
რას მექაჩება უტიფრად,
კმარა გამოცდა, კმარა,
სიცოცხლევ, სახლში შემოდი,
შენ კი კორონა -ცხრა მთას!
... ერთი თვის სიჩუმემ თავისუფლების ფასი მასწავლა!
მარი მახარაძე ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლე.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ