სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თითქოს ყველაფერი სიბნელით არის მოცული და სინათლეს ვეღარ ვხედავთ“ - ტალერის საჯარო სკოლის მე-12 კლასელის ჩანახატი
15-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ტალერის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თამუნა კალანდია ჩანახატს გვიზიარებს თემაზე - „მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“. მოსწავლის მიერ დანახულ რთულ რეალობას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:


ჩვენს ცხოვრებაში დადგა დღეები, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო. დღეები, როცა ერთმანეთის დაცვის საუკეთესო საშუალება ერთმანეთისგან შორს ყოფნაა. თითქოს გარშემო ყველაფერი სიბნელით არის მოცული და სინათლეს ვეღარ ვხედავთ. ვირუსმა სახელად: ჩოვიდ-19 თითოეული ადამიანის პირად სამყაროში შეაღწია და მათ სიმყუდროვე დაურღვია. მსოფლიოში განვითარებულმა მძიმე მოვლენებმა სერიოზული ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა ადამიანებზე. ყველას ეშინია და საკუთარ ნაჭუჭში ცდილობენ დამალვას, რათა ამ ყველაფრისგან შორს იყვნენ. მაგრამ დამალვა გამოსავალი არ არის. მე მჯერა, რომ ყელაფერი გამოსწორდება და ცუდი დღეები წარსულში დარჩება. მაგრამ სანამ ეს მოხდება საჭიროა, რომ თითოეულ ჩვენგანში მებრძოლმა სულმა გაიღვიძოს, რომელიც მტრის წინააღმდეგ ყოველგვარი შიშის გარეშე მამაცურად იბრძოლებს და გამარჯვებასაც მოიპოვებს. 

ადრე, რომ ჩემთვის ვინმეს ეკითხა: რა გიყვარს ყველაზე მეტად? ალბათ ვეტყოდი, რომ სახლში ყოფნა და დასვენება. მაგრამ ახლა სახლში გატარებული ერთი თვის მერე, არ ვიცი ისევ იგივე იქნება თუ არა ჩემი პასუხი. ადრე ვფიქრობდი, რომ მარტო ყოფნა და სახლში დარჩენა ძალიან მომწონდა, ვინაიდან ხალხმარავალი ადგილები და ხმაური დიდად არ მიზიდავდა. მაგრამ ახლა თითქოს ყველაფერი შეიცვალა. საკუთარი თავი სხვა მხრიდან დავინახე და ჩემში ახალი პიროვნება აღმოვაჩინე. პიროვნება, რომელსაც ძალიან უყვარს გარეთ გასვლა და ადამიანებთან ურთიერთობა. 

ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის თავის შეცდომებს აანალიზებს  და ამ შეცდომებზე სწავლობს. ეს ერთი თვე დამეხმარა იმის გათვიცნობიერებაში თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა ის თითოეული დეტალი, რომელსაც ადრე არც კი ვაქცევდი ყურადღებას. თურმე როგორი მშვენიერია სამყარო და ამას ვერ ვხვდებოდი, ახლა კი როცა ამ ყველაფრის სინაკლებე ვიგრძენი უსასრულო სიცარიელემ შემიპყრო. მივხვდი, რომ ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის ერთმანეთის ლანძღვასა და გაუბედურებაში გამოვიყენოთ. 

მართალია  ვირუსმა ფიზიკურად დაგვაშორა ერთმანეთისგან, მაგრამ ამავდროულად მან წარმოუდგენლად ძლიერი უხილავი ძაფებით დაგვაკავშირა ერთმანეთთან. და ამიერიდან ვერანაირი ძალა ვერ მოახერხებს ამ ძაფის გაწყვეტას, ვინაიდან ის სიყვარულით და ერთმანეთის მონატრებით არის შექმნილი.
განვლილმა დღეებმა დაგვანახა თუ ვინ ვართ სინამდვილეში. მივხვდით, რომ ამ ქვეყნად ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე მნიშვნელოვანი არაფერია.

მხოლოდ ერთად ყოფნით შევძლებთ განსაცდელთან გამკლავებას.

მონატრება გაცილებით რთული აღმოჩნდა ვიდრე ეს წარმომედგინა. როცა გენატრება ხვდები თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა ის შენთვის და ნანობ თითოულ იმ მომენტს, როცა ის არ დააფასე და მის მნიშვნელობას ვერ მივხვდი.რა მენატრება? - მენატრება ის მომენტი, როცა დილით ქუჩაში მიმავალს მომღიმარი სახით ვესალმებოდი ადამიანებს და პასუხად სითბოსა და სიყვარულს ვიღებდი. მენატრება მეგობრებთან და მასწავლებლებთან ერთად გატარებული თითოეული წამი.  ხშირად მსმენია, რომ ყველაფრის ფასს ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ ხვდება, როცა მას დაკარგავს. ეს ერთი თვე კი ჩემთვის ამის საუკეთესო მაგალითია. 

ამბობენ იმედი ბოლოს კვდებაო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმედი არასდროს არ კვდება.ვიცი, რომ ამ ბნელი სამყაროდანაც დავაღწევთ თავს და ამაში ერთმანეთი დაგვეხმარება. ეს დღეები კი მხოლოდ წარსულის მძიმე მოგონებად დარჩება, რომელიც ცუდი სიზმარივით მალევე დაგვავიწყდება.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება