სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღების სააგენტომ 53 678 საკვებ პაკეტში მილიონ 800 ათასი ლარი გადაიხადა - სოციალური პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა
15-04-2020
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. ქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღიდან საკვები პროდუქტების პაკეტი რეგისტრირებული აღსაზრდელების 89%-ზე გაიცა.

სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესის პირობებში, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს ორ კვირაში ერთხელ 10-12 სახეობის პროდუქტისგან დაფასოებული ნობათი ურიგდებათ.

პირველ ეტაპზე, პროდუქტების გატანის სურვილი 85%-მა, ხოლო მეორე ეტაპზე 89%-მა გამოთქვა.

„დავასრულეთ პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი. გაიცა 53 678 პაკეტი. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე პროდუქტის მიღების მსურველ მშობელთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. პროცესი საკმაოდ შრომატევადია ბაღების პერსონალისთვის, რადგან პროდუქტების გაცემის ყოველი დღე დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებულ მთელ რიგ ღონისძიებებთან. მათ შორისაა, შენობისა და გასაცემი სივრცის სრული დეზინფექცია, პროცესის დოკუმენტური აღრიცხვა, პროდუქტის ხარისხის კონტროლი, პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ და ბაღების თანამშრომლებს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში უწევთ მუშაობა, მადლობა გადაუხადა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო.

სოციალური პროექტის ფარგლებში, კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გარკვეული ნაწილი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემა. პროექტის თითოეული ეტაპის ღირებულება 1 800 000 ლარია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება